• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სანქციები კოსმოსში – რით ემუქრება რუსეთი აშშ–ს?

11 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მსოფლიო
A A
სანქციები კოსმოსში – რით ემუქრება რუსეთი აშშ–ს?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ავიარეისი – MH17–ის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ახალი, მკაცრი სანქციები დაუწესდა რუსეთს, რამაც სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია, განსაკუთრებით, რუსეთის ფინანსურ, თავდაცვით და ენერგეტიკულ სფეროებში. თუმცა, ფიქრობენ რომ რუსეთი სხვა გზას გამონახავს და  „საპასუხო დარტყმებს“ მიაყენებს აშშ–ს.   უცხოელი ექსპერტების აზრით,  კი სამიზნე – კოსმოსური ინდუსტრიაა.

get_img

მოვლენებს ქრონოლოგიურად თუ განვიხილავთ მაშინ გავიხსენებთ 1969 წელს, როდესაც ნეილ არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც დადგა ფეხი მთვარზე. ეს იყო აშშ–ს დიდი გამარჯვება, რომელმაც გამოიწვია რუსეთის გაღიზიანება და მისი „კოსმოსურ ომში“ ჩაბმა, ომში – რომელიც დღემდე გრძელდება.

აშშ–სთვის ეს გამარჯვება საამაყო იყო, თუმცა ორივე დაპირისპირებულმა მხარემ მალე გააცნობიერა,რომ ისინი ერთად შრომით უფრო ბევრს მიაღწევდნენ, ვიდრე პაექრობით. მე–20 საუკუნის 70–იან წლებში დაწყებულ კოსმოსურ დაპირისპირებას იხსენებს ნასას ყოფილი ასტრონავტი, მიკი ფოელი.

 „როდესაც  შევუერთდი ნასას, მინდოდა გავმხდარიყავი კარგი ასტრონავტი, ვფიქრობდი კოსმოსზე და იმ ფრენებზე, რაც მომავალში მელოდა. ჩემნაირად ჩემ გვერდით ბევრი ახალგაზრდა იყო. ვფიქრობდით, რომ სსრკ–ს მეცნიერებს  ვაჯობებდით და უფრო ბევრს მივაღწევდით, გვქონდა კიდეც ამის საშუალება.“ – ამბობს მიკი ფოელი.

10585610_825014774196467_1561551685_nმაგრამ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აშშ–მ აქტიურად დაიწყო რუსეთთან თანამშრომლური ურთიერთობები კოსმოსში, რამაც მეტი პროგრესი გამოიწვია მეცნიერებაში ვიდრე იმ დაძაბულმა ურთიერთობებმა, რაც წარსულში არსებობდა. ბოლო მისია,რომელიც ნასამ განახორციელა იყო Atlantis Shuttle, ამ მისიაში ამერიკელი და რუსი ასტრონავტები ერთად იღებდნენ მონაწილეობას.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური( ISS), რომელიც დღემდე სერიოზულ მისიებს ასრულებს კოსმოსში დიდიხნის განმავლობაში ითვლებოდა ერთიანობის სიმბოლოდ, ეს მისიები რუსეთსა და აშშ–ს თანამშრომლობით ხდება. ეს კოსმოსური სადგური მსოფლიოსთვისა და მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეთებს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა კი გამოიწვია ის,რომ  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურშიც დაიწყო დაძაბულობა.

ამ ყოველივეს პარალელურად ექსპერტები სვამენ კითხვებს, სჭირდება თუ არა მსოფლიოს გადატვირთვა? არის თუ არა დღეს საზოგადოების ყველა სფერო გადავსებული პოლიტიკით და როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკური პროცესების გამიჯვნა ამ სფეროებისგან?

კითხვები პასუხგაუცემელია.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ თავის მიერ დაწესებული სანქციების პარალელურად წყვეტს ურთიერთობებს რუსეთთან კოსმოსში მიმდინარე მისიებშიც.

10588700_825014737529804_1830727036_nრუსეთის ვიცე – პრემიერი, დიმიტრი როგოზინი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ აშშ–ს ამ გადაწყვეტილების პარალელურად რუსეთიც მიიღებს სპეციალურ ზომებს. იგი ამბობს, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებად კოსმუსურ სივრცეში ამერიკელი ასტრონავტები სპეციალურ მისიებს ახორციელებენ, რუსეთს კი შეუძლია ამ მისიების დაბლოკვა. როგოზინის თქმით, თუ რუსეთი დაბლოკავს ამ მისიებს აშშ საკმაოდ იზარალებს, თუმცა დანაკარგი რუსეთსაც ექნება.

 „მიუხედავად იმისა, რომ აშშ–სა და რუსეთს შორის ერთობლივად აშენდა საერთაშორისო კოსმოსური სადგური, არსებობს გარკვეული სივრცეები, რომლებსაც ორივე ქვეყანა ვაკონტროლებთ, რამდენიმე წლის წინ დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჩვენ ვაძლევდით  ნებას, რომ აშენებულიყო ჩვენს სივრცეში აშშ–ს ელექტრონული სისტემები, რომლითაც ის უზრუნველყოფს თავისი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამას გარდა, ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს გარკვეული აპარატურების განთავსებასაც ამ სივრცეებში.“ – განაცხადა როგოზინმა.

აშშ უკვე დიდი ხანია საკუთარ თავდაცვით სისტემაში იყენებს  რაკეტას სახელწოდებით, V ატლასი. ეს სატელიტი რაკეტაა, რომელიც ძლიერდება ძრავებით –  RD180.  ამ ძრავებს კი მხოლოდ რუსეთი ჰყიდის. ვიცე – პრემიერის განცხადებით, აშშ რუსეთის სივრცეში ათავსებს სათვალთვალო თავდაცვით ტექნოლოგიებს. რუსეთს კი  აშშ–სთვის  არასდროს შეუშლია ხელი.

 თავის მხრივ, გენერალი სტივენ ჩეინი, რომელიც  ავტორია ამერიკული უსაფრთხოების პროექტის ვაშიგტონში და არის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ამბობს, რომ აშშ–ს  თავდაცვითი ხაზი უფრო დაუცველი ხდება.

10621098_825014747529803_374941740_n„ეროვნული უსაფრთხოება შეშფოთებულია იმ ფაქტით,რომ მნიშვნელოვანი ობიექტები გვაქვს განთავსებული აღნიშნულ სივრცეში, ჩვენი ყველა სადაზვერვო თანამგზავრული სისტემა ამ კონკტრეტული ტიპის რაკეტის ძრავას შეიცავს, თუ ექსპერტების აზრი გამართლდა და რუსეთი ამ ძრავებს აღარ გაყიდის ეს სერიოზული პრობლემებს შეგვიქმნის. ჩვენ ვერ შევძლებთ ამ სატელიტების სხვით ჩანაცვლებას, თუ ერთ დღესაც რუსეთი იტყვის,რომ – „აღარ გავყიდით“, –  ჩვენ ნამდვილად შევშინდებით რადგან რთულია უკვე გამოცდილი სისტემის ახლით ჩანაცვლება, თუმცა ეს არ მიგვიყვანს კრიზისამდე. ამასთანავე უნდა გახდეს ის ფაქტიც ცნობილი,რომ არამარტო აშშ დაზარალდება ამით, რუსეთიც სერიოზულ ეკონომიკურ დანაკაგრს მიიღებს, საუბარია მილიარდობით დოლარზე . მაგრამ თუ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები არ გავრცელდება და კვლავ გაყიდის სარაკეტო დანადგარებს ეს იმას ნიშნავს,რომ აღებულ თანხებს მაინც აშშ–ს და მსოფლიოს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. ის დაეხმარება უკრაინაში ამბოხებულებს.“– განაცხადა გენერალმა.

ამ საკითხზე ბოლო რამდენიმე კვირაა სერიოზულად მსჯელობენ აშშ–ს სენატში. ეროვნულმა უსაფრთხოებამ კი გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ აშშ–ს აქვს მხოლოდ 15 RD-180 ტიპის დანადგარების მარაგი, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი გაყიდვებს შეაჩერებს, აშშ–ს თავდაცვითი და დაზვერვის სატელიტური მისიები გადაიდება ოთხი წლის ვადით, სანამ აშშ არ იპოვის ჩასანაცვლებელ სისტემას.

რუსეთმა ძალიან კარგად იცის,რომ ამერიკელებისთვის  გარდამტეხი მნიშვნელოვბა აქვს კოსმოსში წარმოებულ მისიებს და მათ წარმატებას,რადგან ის პირდაპირ ზეგავლენას ახდენს აშშ–ს კომერციულ ინდუსტრიაზე. კოსმოსშიც დაწყებულმა მტრულმა დამოკიდებულებამ ამ ორ ქვეყანას  შორის გამოიწვია ის,რომ რუსეთი იწყებს ახალი მეგობრების ძიებას.

ექსპერტების აზრით,  კოსმუსურ სივრცეში შესაძლოა რუსეთს მეგობრობა ჩინეთმა გაუწიოს. დიმიტრი როგორიზნის განცხადებით, რუსეთი 2020 წლისთვის შეწყვეტს თანამშრომლობას აშშ–სთან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში. ის უკვე რამდენიმე თვეა ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩინეთთან და ამ მოლაპარაკებების თემატიკა დედამიწის საზღვრებს სცილდება.

10602937_825014757529802_1875310623_n

 ამ საკითხზე საინტერესო მოსაზრება აქვს სერგეი ხრუშოვს, რომელიც არის საბჭოთა კავშირის ლიდერის, ნიკიტა ხრუშოვის შვილი და  რომელიც იყო სარაკეტო სისტემის სპეციალისტი ცივი ომის პერიოდში. ამჯერად ის ცხოვრობს ამერიკაში.

„მეცნიერებების ურთიერთობები ღრმა და ყოვლისმომცველია, რომელიც არ არის დამოკიდებული იდეოლოგიაზე, პოლიტიკაზე. ჩვენი გვაქვს მხოლოდ – საერთო მიზნები. ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ორივე მხარე ასეთი დაძაბულობით ბევრს დაკარგავს, მე ძალიან დავმწუხრდები თუ კოლაბორაციის პროცესი რუსეთსა და აშშ–ს შორის, რუსეთსა და ევროპას შორის ჩაიშლება. აქ მუშაობა ამერიკელებთან და რუსეთში მუშაობა რუსებთან ყოველთვის  დიდ სიამოვნებას ანიჭებს, როგორც რუს ასევე ამერიკელ მეცნიერებს. ამიტომ მოგმართავთ თქვენ: ძვირფასო პოლიტიკოსები, შეგვეკითხეთ მეცნიერებს! მე ამერიკელების კარგი მეგობარი ვარ, მათ ბევრი რამ მასწავლეს. ვფიქრობ, გამოსავალი ის არის, რომ არ გავეხვიოთ მარტივად მოაზროვნე აშშ–სა და რუსი პოლიტიკოსების ბადეში, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ვართ მეცნიერები.“ –  აცხადებს სერგეი ხრუშოვი.

ბილი ბერი, ნასას ისტორიკოსი და მეცნიერი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი და აშშ განაგრძობენ ალიანსს კოსმოსში.

„ საბჭოთა კავშირსა და აშშ–ს შორის დაძაბულმა სიტუაციამ გამოიწვია ცივი ომი, ეს იყო დიპლომატიური ომი ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, რომელიც გადაიზარდა და გასცდა დედამიწის ფარგლებს, „ომი“ დაიწყო კოსმოსშიც, თუმცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ადამიანებმა უნდა გაიგონ ერთხელ და სამუდამოდ, რომ გავიდა წლები და საკუთარ შეცდომებზე ყველამ მკაცრად ვაგეთ პასუხი. დღეს სამყარო მეტად ცივილურია, იმედს ვიქონიებ, რომ არასდროს მივა საქმე ცივ ომამდე. ძალიან მარტივია იმის გაგება, რომ მეცნიერება პოლიტიკისგან იმდენად შორსაა, როგორც აზრობრივად სიტყვები – პოზიტივი და ნეგატივი. ჩვენი ყოველი მცდელობა და ნაბიჯი გადადგმულია სიკეთისკენ. უნდა იფიქროს ორივე მხარემ ამ საკითხზე.“ – აცახდებს ბილი ბერმა.

19.08.14

წყარო: BBC

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In