• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN: ბარაკ ობამა – „ISAF-ის მისიის დასრულება ისევე საჭიროა, როგორც მისი დაწყება იყო მნიშვნელოვანი“

11 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ISAF-ის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით ორი თვის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა. მისია, რომელიც აშშ-მ  9/11-ის  ტრაგედიის შემდეგ დაიწყო ოპერაცია „ჩამოუშლელი თავისუფლებით“, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. 2014 წლის წლის მონაცემებით, მისიაში დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობამ კი 5000-ს გადააჭარბა.  ISAF–ი  ავღანეთის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობის გადაცემას 2014 წლისთვის დაასრულებს, თუმცა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა აღნიშნა, ეს ფაქტი ავღანეთიდან ალიანსის ჯარების გაყვანას არ ნიშნავს. ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, ავღანეთიდან უცხოური ჯარების გაყვანის პროცესი უფრო ლოგიკური გახდა. შტატებმა და დასავლეთმა, მიზანს მიაღწიეს და საშიში ტერორისტის განადგურება ავღანეთის მეზობელ პაკისტანში შეძლეს.

10695206_839619092736035_2092547316_nშეერთებული შტატების პრეზიდენტი  ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ მის სტრატერგიას გადახედვა სჭირდება. მისი აზრით, ISAF-ის მისიის დასრულება ისევე საჭიროა, როგორც მისი დაწყება იყო მნიშვნელოვანი. მისიის დასრულების ძირითად მიზეზად პრეზიდენტი დიდ დანაკარგსა და ნატოს წევრი და არა წევრი ქვეყნების ინტერესების აღრევას ასახელებს. ბარაკ ობამას სტრატეგიის თანახმად, ავღანეთიდან ჯარების გაყვანა 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს. მან ეს სტრატეგია 2009 წლის დეკემბერში, სამხედრო აკადემია ვესტ–პოინტში გამოსლისას გამოაქვეყნა. სწორედ მაშინ, პირველად განაცხადა, რომ თალიბების დასამარცხებლად, ავღანეთში დამატებითი ძალები გაიგზავნება, რაც თავის მხრივ, ქვეყნიდან ჯარების გაყვანას შეუწყობდა ხელს. როგორც ჩანს, 5 წელიწადში, ობამას ადმინისტრაციამ, ავღანეთის ოპერაციასთან დაკავშირებით გეგმები შეცვალა. რამდენიმე თვის წინ შტატების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შესაძლოა, 2014 წლისთვის ჯარების გაყვანა ვერ მოხერხდეს, თუმცა მან დააკონკრეტა, ისიც, რომ მხოლოდ აშშ-ს საჯარისო დანაყოფები დარჩებიან ავღანეთში.

10685099_839619006069377_705629360_nიმისთვის, რომ ISAF-ს ავღანეთი დაეტოვებინა, 10 წლის წინ შტატებისა და ნატოს მიერ გამოცხადებული 3 მიზნის მიღწევა იყო  საჭირო.

1. ავღანეთის სახელისუფლებო ინსტიტუტების შექმნა და გაძლიერება, ცენტრალური ხელისფულების გაფართოვება პროვინციებზე. 2. ქმედითუნარიანი ეროვნული ჯარის, პოლიციის, უშიშროების ძალების შექმნა, ტერიტორიების ეტაპობრივი გადაცემა მათი კონტროლის ქვეშ. 3. ალ–ქაიდასა და თალიბანის განეიტრალება. პრეზიდენტის განცხადებით, მიზნები ნაწილობრივ შესრულებულია, რისთვისაც მადლობას უხდის ნატოს წევრ და აპლიკანტ ქვეყნებს, და მისიის დასრულების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს აპლიკანტი ქვეყნების მხრიდან სამხედრო დანაკლისს. კოალიციურ ჯარებს ნატოს სარდლები ხელმძღვანელობენ, აპლიკანტი ქვეყნები კი ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილით ნატო-ს სამხედრო მოქმედებებში იღებენ მონაწილეობას. ბარაკ ობამა ვრცლად განმარტავს იმ რთულ პროცესს, რისი გავლაც მოუწევთ ამ ქვეყნებს ნატო-ში გასაწევრიანებლად და აცხადებს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე დასაფასებელია იმ მიზნებისთვის და სურვილებისთვის, რაც ამ ქვეყნებს აქვთ, თუმცა ეს მხოლოდ გრძელვადიანი პროცესის ნაწილია, პროცესის რომელიც აუცილებლად დასრულდება და რომლისთვისაც უახლოეს მომავალში ზოგიერთი აპლიკანტი ქვეყანა მიიღებს სასურველ შედეგს. პრეზიდენტი 2014 წელს მისიის დასრულების შემდეგ აშშ-ს ჯარების მთავარ მიზნად ავღანეთში მოსახლეობასთან თანამშრომლობას ისახავს. ამ განცხადებასთან დაკავშირებით ოპონენტებმა ერთი ფაქტი გაიხსენეს.

10698360_839619039402707_2057129275_oკოალიციური ჯარის სარდლის პოსტზე წარსულში, რამდენიმე ადამიანი შეიცვალა, მათგან ყველაზე გამოჩენილი ფიგურა სტენლი მაკკრისტალი იყო. სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით გადაწყვიტა ვაშინგტონმა ავღანეთში დამატებითი დანაყოფების გაგზავნა და სწორედ მან განაცხადა პირველად, რომ ავღანეთში ომის მოსაგებად, არამხოლოდ სწორი ტაქტიკა, არამედ მოსახლეობასთან თანამშრლობა და პირველ რიგში, ავღანური კულტურისა და ისტორიის თავისებურობების გაგებაა საჭირო. ამასთანავე, მაკკრისტალი არ იყო მომხრე მისიაში აპლიკანტი ქვეყნების საჯარისო ნაწილების ჩართვის, ის აცხადებდა, 

25212

რომ მსხვერპლი აუცილებელი იქნებოდა და ამ მსხვერპლისთვის ადრე თუ გვიან ეს ქვეყნები სამართლიანად მოითხოვნენ ნატოში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, რაც რა თქმა უნდა ვერ მოხერხდებოდა ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში. თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაკკრისტალის ინოვაციური მიდგომა სათანადოდ ვერ შეაფასეს. გენერალმა თანამდებობა 2010 წელს სკანდალის შემდეგ დატოვა, როდესაც ვაშინგტონის მაღალჩინოსნები გააკრიტიკა და არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. სტენლი მაკკრისტალი, რომელმაც ამ სკანდალის შემდეგ სამხედრო კარიერა ფაქტობრივად, დაასრულა, თანამდებობაზე ჯერ გენერალმა დევი პეტრიუსმა, შემდეგ კი შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის მაოდგილემ ჯონ ალენმა შეცვალა.

936A3F62-3524-47C5-92D0-E5482DB6BD8C_mw1024_s_n11

  პრეზიდენტის განცხადებას ადასტურებს ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი. მისი თქმით,  ავღანეთიდან გამოსვლასთან დაკავშირებით ნაჩქარევი ნაბიჯები აშშ-ს მხრიდან გადადგმული არ იქნება.  „ჩვენ ავღანელ ხალხთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პირობა დავდეთ. ეს თანამშრომლობა 2014 წლის მიღმაც გაგრძელდება და ავღანეთი აღარასოდეს იქნება ტერორისტების თავშესაფარი, რომლებიც ჩვენ დაგვესხმებიან თავს. ავღანელ ხალხს კი უკეთესი მომავლის და სტაბილური რეგიონის აშენების შესაძლებლობა მიეცემა“ – აცხადებს რასმუსენი. ISAF–ის  მისიის მეთაური, ამერიკის საზღვაო ქვეითების გენერალი, ჯონ ალენი აცხადებს, რომ არავის უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ თალიბანთან ბრძოლა მალე დამთავრდება. ამას კი ამერიკის მხრიდან აქტიური დახმარება დასჭირდება. ჯონ ალენი აცხადებდა, რომ „ჩვენი ხედვით ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები წამყვან როლს 2013 წელს გადაიბარებენ. ისინი კონტრ–მეამბოხური საქმიანობით დაკავდებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკელები ავღანეთში საბრძოლო ოპერაციებს შეწყვეტენ.“

10708390_839619059402705_729440265_nამერიკა და ნატო თანხმდებიან იმაზე, რომ აისაფის მისიის მიზანი არ არის ბოლომდე უსაფრთხო და განვითარებული ავღანეთის დატოვება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. ამისთვის, კი საერთშორისო თანამეგობრობის გრძელვადიანი დახმარება აუცილებელი იქნება. დახმარებაში არ იგულისხმება მხოლოდ სამხედრო ჩარევა. თანამშრომლობამდე კი ისინი მოუწოდებენ  წევრ და არაწევრ ქვეყნებს გაითვალისწინონ არსებული პოლიტიკური რეალობა. სამომავლო სურვილები, მიზნები და საგარეო პოლიტიკა კი ამ რეალობიდან გამომდინარე განსაზღვრონ.

 წყარო: cnn.com

თემაზე მუშაობდნენ:

გიორგი მიქანაძე

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In