• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მთავრობის წევრთა საკმარისზე მეტმა რაოდენობამ, გამოამჟღავნა უკიდეგანო მლიქვნელობის მაღალი კოეფიციენტი“ – სოსო ცისკარიშვილი

11 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სეზონოი დაიწყო, თუმცა არც ზაფხულს ჩაუვლია უინტერესოდ. ზაფხულის სიცხეს პოლიტიკური პროცესების დუღილის ტემპერატურაც ემატებოდა. ახალი პოლიტიკური სეზონით ახალი რეალობის წინაშე აღმოვნდით. დარწმუნებული ვარ საზოგადოებას უამრავი კითხვა აწუხებს, რადგან რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, არც ისე მარტივი გასაგები და ამოსახსნელია. თუმცა არც უნდა გაგვიკვირდეს პოლიტიკა ხომ მრავალუცნობიანი მათემატიკური განტოლებაა. სადაც x და y პოვნა ძალიან ძნელია. იმაზე თუ რა ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, რამ გამოიწვია პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება, რა პროცესები მსოფლიოში, რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ ყველაფერმა საქართველოზე, “თბილისი თაიმსს“ დამოუკიდებელი ექსპერტი – სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.

cisთქვენ როგორ შეაფასებდით ახალ პოლიტიკურ სეზონამდე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ერთი მხრივ ამ პროცესების განვითარების ლოგიკა და მეორე მხრივ საზოგადოების მოლოდინი?

შვეცდები მოკლედ აღვწერო დღევანდელი რეალობა. თუ  დღეს რამეს არ უნდა ვემდუროდეთ  ეს გახლავთ ჩვენი ხელისუფლების ქმედებების გაუმჭირვალობა. პირიქით  გახსნილია ყველა ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულობით, როოგრც საპარლამეტო, ასევე საკანონმდებლო ხელისუფელების მიერ, ახლა ამას პრეზიდენტის აპარატიც დაემატა. ამასთანავე მედია არის უაღესად აქტიური, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მრავალფეროვანი. ყველა თემის ერთი კუთხით გაშუქება ხდება და ძნელად შესამჩნევია ამა თუ იმ მედიისათვის დამახასიათებელი ხელწერა, მაგრამ რეალობის ასახვის კუთხით მედიას მადლობის გარდა არაფერი ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ მედია არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი ქართული მედია იზრდება, მაგრამ არა იმ ტემპით, რომლის მოთხოვნაც საზოგადოებას ქვს. გამომდიონარე იქიდან, რომ არა მხოლოდ პირადი კომუნიკაციები არამედ მედიაც ჩვენი ინფორმაციის წყაროა, ჩვენ -ექსპერტები ვცდილობთ საკუთარი ხედვის დაფიქსირებას ეს ზოგს მოწონს ზოგს არა, მაგრამ ექსპერტებიც არ წარმოადგენენ რაიმე ერთგვაროვან სივრცეს მათ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებეი ქონდეთ, ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ რეალისტები. შეიძლება კრიტიკულად განწყობილნი, მაგრამ არა მეხოტბენი. ჩვენი საზოგადოება ვითარდება და მდარე პროდუქტს აღარ იღებს. რაც შეეხება მინდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ 2 კვირის განვმალობაში ვხედავდით, რომ დაიძაბა ურთიერთობა აღმასრულებლ ხელისუფლებასა და პრეზიდენტის სამსახურს შორის. პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე თვეში ბიძინა ივანიშვილმა  განასაჯაროვა საკუთარი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ შეეშალა კანდიდატურის არჩევა ამ თანამდებობაზე. როდესაც ამომრჩეველთა 62-63% ირჩევს პრეზიდენტს ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ამომრჩეველთა 100% იზიარებდეს შეცდომა დაშვებული ყოფილი პრემიერის კრიტიკას გიორგი მარგველშვლის მიმართ. თუმცა როგორც სუბიექტური იყო გიორგი მარგველაშვილის კანდიდატური დასახელება, ასევე სუბიექტურია მის მიმართ წაყენებული ბრალდებებიც. თვეების განვმალობაში ჩვენ მოწმეები ვიყავით, რომ საქართველოს მთავრბას არ ქონდა კომუნიკაციის უფლება პრეზიდენტთან. შემთხვევით არ მოხდა, რომ მთავრობის არც ერთი წევრი არ დასწრებია პრეზიდენტის საპარლამეტო გამოსვლას. ასეთი ექცესები საკმარისზე მეტი იყო. რეალობა არაორდიანლურია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ უპრეცედენტო, მსგავსი პორეცედენტები მსოფლიოში არსებობს. დღეს ქვეყანაში ყველაზე გავლენინ პირად რჩება ბიძინა ივანიშვილი. მისი ისტორიული დამსახურება საქართველოს მიმართ, დავიწყებას არასოდეს მიეცემა, მაგრამ როდესაც ნებისმიერი ადამიანი საკუთარ გავლენას იყენებს ისეთი მიმართულებით, რომელიც არ შეესაბამება მის სტატუსს, ეს ყოველთვის გარკვეულ გაუგებრობას იწვევს საზოგადოებაში. ამჟამად, ჩვენ ვხედავთ სირთულეებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის, რომელიც დიდწილად ეფუძნება ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებს და მის მიერ გაცემულ ინსტუქციებს. ყველაზე უფრო დაზარალებული ამ კონფლიქტიდან საზოდადოების თვალში დარჩა საქართველოს მთავრობა, რომლის წევრთა საკმარისზე მეტმა რაოდენობამ გამოამჟღავნა უკიდეგანო მლიქვნელობის მაღალი კოეფიციენტი. არანაირ აზრობრივ კრიტიკას ადგილი არ ქონია, მოწმენი ვიყავით შეჯიბრისა ვინ უფრო უდიერად მოიხსენიებდა პრეზიდენტს. ყველაფერი ეს მიუთითებს პრემიერ-მინისტრის უფლებების შეზღუდულობაზე მიუხედავ იმისა, რომ პრაქტიკულად პრეზიდენტს შეუმცირდა უფლება-მოსილელები და ის გადაეცა პრემიერს. ამ უფლება-მოსილებებში პირველრიგში ვგულიხმობ თავისუფლებისს ხარისხს გადაწყვეტილებეის მიღებაში. საკუთარი მოდგომები სამსახურეობრივ მოვალებებაბთან მიმართებაში განხვავებულია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელვნურად გამოგონილი გაუგებრობა მალე დასრულდება. ეს კი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე მოერევა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს,  დაუთმობს თუ არა საკუთარ თავსვე, მის უკმაყოფილებას პრეზიდენტის მიმართ  და გააცნობიერებს, რომ ამ თემის ექსკალაცია ზიანის მომტანია მთელი ქვეყნისთვის. სხვა მხრივ 2014 განსაკუთრებით ახაკი სეზონი, ძალიან საინტერესოა.  დამაფიქრებელია ის რაც ჯერ კიდევ ხდება უკრაინაში. ოპტიმიზმის საფუძველს ტოვებს გარკვეული  წარმატება ნატოსთან ინტერგრაციის პროცეში, ასოცირების ხელშეკრულების არსებობა ევროკავშირთან, დასავლეთის მხრიდან სულ უფრო ხშირად მოხსენიება საქართველს ტერიტოირიული მთლიანობის პრობლემის მოხსენიება. ამას ყველაფერს ფონად უდევს რუსეთის პრეზიდენტის არაპროგნოზირებადი, აღვირახსნილი,  პლანეტუარული მასშტაბის საფრთხის შემცველო ქმედებები. დღეს აღარ დგას საკითხი იმაზე ვინ გაისროლა პირველმა 2008 წელს საქართველოში, რაც არ უნდა ექნა საქართველოს რუსეთი მოახდენდა იმას რაც მოახდინა. რა მოუვა თავში ვლადიმერ პუტინს ეს თავადაც არ იცის. მისი იმპულსური ნაბიჯები, მისი მუქარა თუ რამდენ დღეში აიღებს აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქებს, მე მიმანიშნებს იმაზე, რომ არც თუ მყარია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამავე დროს, გვსურს ჩვენ თუ არ გვსურს უნდა გავამახვილოთ  ყურაღება იმ ძალიან დიდი საფრთხის მიმართ რასაც ქვია ისლამური სახელმწიფოს სახელწოდებით განვითარებული მოვლენები. ეს არის პოლიტიკური მავნებლობა, როდესაც ჩვენ ვქილიკობთ, ვჭორაობთ პრიმიტიულ თემებზე და არ ვემზადებით სერიოზულად იმ საფრთხეების დასაძლევად რაც ყოველდღიურად უფრო თვალსაჩინო ხდება. ჩვენ-„დამოუკიდბელ ექსპერთთა კლუბს“ ორიოდე კვირაში გვექნება საშუალება გამოვაქვეყნოთ ახალი კრებული სადაც სვა საკითხებთან ერთად განიხილება ისლამური სახელმწიფოს მიერ ასეთი საფრთხის წამოშობის რეალობა. ამაზე რუსეთი ითანამშრობლებს ამ ძალის წინააღმდეგ თუ თავად გახდება პარტნიორი ამ ისლამური ტერორისტული ძალის ბევრად არის დამოკიდებული მთლიანად კავკასიის რეგიონის პერსპექტივა. ჩვენი ლტოლვა დასავლეთისკენ გარკვეულად ზრდის საგარეო საფრთხეებს, მაგრამ ჩვენი საგარეო საფრთხე იწყება და საბედნიეროდ ჯერჯერობით მთავრდება რუსეთით.

cis2არ წყდება ამერიკაში გამგზავრების საკითხზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მორიგი უთანხმოების შესახებ საუბარი. პრეზიდენტმა განაცხადა – “რაც ხელისუფლების ორ შტოს შორის ხდება, ახალი საკონსტიტუციო რეალობების ცხოვრებაში გადაყვანის პროცესია”. თქვენც ასე ფიქრობთ?

ჯერ ასეთ პერპექტივას ვერ ვხედავ. ეს უკვე რეფერენდუმის საკითხია. რასაკვირველია, იქნება აზრთა სხვადასხვაობა კონსტუტუციის ნებისმიერი რეფორმის მიმართ. ჯერ ისიც ვერ მოვახერხეთ, რომ დაგვეღვინებინა მაჭარის კონდინციაში მყოფი კონსტიტუცია, რომელიც თავისთვის შეთხზა მიხეილ სააკაშვილმა. იქ მან მკაფიოდ გამიჯნა პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ფუნქციები მაშინ  საკუთარი თავი  მხოლოდ პრემიერ მინისტრად წარმოედგინა. მას არ ეყო ფანტაზია, რომ უფრო მეტი უფლება-მოსილება გადაეტანა პრემიერის მხარეს. დღეს ფაქტია, რომ არჩეულ პრეზიდენტს აცლიან სხვადასხვა არც თუ ისე მნიშვნელოვან ფუნქციას და მას კონსტიტუციის მიხედვით უაღესად გადატვირთულ ადამიანს –  პრემიერ-მინისტრს გადასცემენ. მას ავალებენ ჯილდოები გადაცემასაც, ტაშ-ფანურის გამართვასაც და ა.შ. ჩვენს ქვეყანაში თუ იმდენად დაღვინდა სიტუაცის, რომ საზოგადოებას შეეძლება დამოუკიდებლად გამოხატოს აზრი იმის შესახებ, საპრეზიდენტო მმართველობა ურჩევნია მას თუ საპარლამენტო მხოლოდ მაშინ ექნება აზრი რეფერენდუმს. მანამდე კი უპირველეს ამოცანად მიმაჩნია საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა.

პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შოორის არსებული დაპირისპირება რამდენად დადებითად იმოქმედებს ასოცირების ხელშეკრულებაზე?

ეს უთანხმოება, კი არის გარკვეული ქილიკის საგანი ჩვენს პარტნოირ ქვეყნებში მაგრამ არამგონია რაიმე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ასოცრების ხელშეკრულებაზე.  რასაკვირველია მავნებლობის კოეფიციენტი  ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკურიკური ძალების მხრიდან იქბება გარკვეული დაძაბულობის შემქმნელი. არამგონია შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთადერთი ყოფილიყო იმ პროექტში რასაც ერქვა-მაღალი თანამდებიბის პირთა ჩართვა ქვეყნის ლობიზმში საკაშვილის ხელისუფლების დროს. ეს თემა სათუთია,  მართალია არა ამ მიზეზით, მაგრამ შვეციის მთავრობა მთლიანად გადადგა. ახლა ამ თემას უნდა დავანებოთ თავი. ეს შეიძლება სერიოზული გზავნილი იყოს სხვა მაღალჩინოსანი პოლიტიკოსებისთვის, ადრე თუ გვიან ყველაფერს ნათელი მოეფინება, მაგრამ ეს ფორმა ლობიზმისა პატიოსანი ხელისუფლებისათვის მისაღები არ უნდა ყოფილიყო.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა-ანდრეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა საქართველო-ნატოს დაახლოების ფარგლებში, შესაძლებელია საქართველოში ნატოს სამხედრო, საწვრთნელი ცენტრის გახსნა, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან ჩვენი ქვეყნისათვის?

არაფერ განსაკუთრებულ შედეგს ამ შემთხვევაში არ ველოდები. საჩხერის ბაზაზე მუდმივად მიმდინარეობს ასეთი წვრთნები და ამაზე არანაერი რეაგირება არ ხდება. დიდი ალბათობით სწორედ საჩხერის ბაზა იქნება ის ცენტრი, რომელსაც ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცები ხშირად მოინახულებენ.

cis3თქვენი აზრით, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდება მსოფლიო და, შესაბამისად საქართველოც იმ შემთხვევაში, თუ კრემლმა უკრაინის მიმართ თავისი გეგმები სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც განახორციელა?

რასაკვირველია ყირიმის პროცესისი მყისიერი მოგვარება არარეალურია. ამას ჭირდება არამხოლოდ ხანგრძლივი დრო არამედ გონიერი ქმედებები. მხლოდ რუსეთი არაა უკრაინის თავის ტკივილი.  შიდა დაპირისპირებები უკრაინაში  არანაკლებ მწვავეა.  ფაქტია რომ 3000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული ამ ვითარებაში. რაც არ უნდა მჭახედ ჟღესრდეს არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ხელისუფლებისათის რაიმე რაოდენობის მსხვერპლი საკუთარი მხრიდან ტრაგიზმის ნიშანს ატარებდეს. მეტი სტაბილურობაა ამჟამად ჩინურ და ინდურ სივრცეში, ასევე სამხრეთ ამერიკის ნაწილში. ევროპა კი დაძაბულია, კარგი იქნება თუ კატალონიაც შოტლანდიის მსგავსად მიიღებს გადაწყვეტილებას და დარჩება ესპანეთის შემადენლობაში, რადგან შოტლანდიის და კატალონიის გამოყოფა ევროკავშირიდან რასაკვირველია მთილანად დაასუსტებს ამ  კავშირს. ამჟამად,  რაიმე ტიპის ხანგრძლივი პროცესები უმადური საქმეა.  ქმედებები დასავლეთისა, რომ გრძნობადი იყოს რუსეთისთვის სანქციები თანდათან უფრო მკაცრი ხდება, მსოფლიო საბანკო სისტემიდან ამოშალეს რუსული ბანკები. ის, რომ ობამა უარს აცხადებს უკრაინის იარაღით მომარაგებაზე, ძალაუნებურად მახსენებს  მის წინსწრებ განცხადებას, რომ საქართველო არ მიიღებს მაპს. ჩემი ზრით ეს გახლავთ გარკვეული პრევენცია იმისა, რომ დაჭრილი დათვი რუსეთის სახით არ გამოვარდეს გალიიდან, მეტი ზარალი არ მიაყენოს გარემოს. რა მოხდება რეალურად ამას მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია ისიც,  რომ ბარაკ ობამამ არ გაიზიარა სენატის გადწყვეტილება იმის თაობაზე, რომ უკრაინას საქართველოსა და მოლდოვას უნდა მიეცეს განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსი. ეს იყო რევერანსის მსგავსი ნაბიჯი რუსეთისადმი, მაგრამ ამას რაიმე ანტიქართულ ნაბიჯად ნამდვილა არ აღვიქვამ. რუსეთს არ აქვს გასაჭირი არც მეორე, არც მესამე და ა.შ ფრონტის გასახსნელად.  პასუხისმგებლობა კი პლანეტის მიმართ ამერიკას უფრო მეტი აქვს, ვიდრე რუსეთს. შესამაბისად, ის რაც ხდება ერაყში და სირიაში ბევრად უფრო დიდი საფრთხის შემცველია, რადგან ეს არ არის ლოკალური პროცესი. ამან შეიძლება მთელი მსოფლიო მოიცვას. უპირველესი ამოცანა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ოპოზიციის, ჩვენი საზოგადოების ამჟამად შიდა პრობლემების  მინიმიზაცია გახლავთ. ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკური კინკლაობის ფუფუნება, მანამ სანამ დაჭრილი დათვი საიმედოდ არ იქნება ჩაკეტილი მის გალიაში.

 23.09.14

ანო მუქათარიძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In