დღეს მართლმადიდებულური სამყარო დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. იერუსალიმში ბოლო მონაცემებით ნახევარ მილიონზე მეტ პილიგრიმს ელოდებიან. მათ შორის არის ასეულობით ქართველი მომლოცველიც, რომლებიც აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად წმინდა მიწაზე ჩავიდნენ.
სახარების მიხედვით სწორედ დიდ ხუთშაბათს მაცხოვარმა მოწაფეები აზიარა.
ტაძრებში დღეს დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე ამასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანის წესი შესრულდება, რომლის დროსაც კათალიკოს–პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს. დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12 გზის სახარება იკითხება.
01.05.13