,,თავისუფალი თეატრი” 13 წლის გახდა. როგორც მისი მეპატრონე და სამხატვრო ხელმძღვანელი, ავთო ვარსიმაშვილი, აღნიშნავს, ეს თეატრი ერთადერთია, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსება არ გააჩნია, ამის შესახებ ვარსიმაშვილი გაზეთ „გზასთან“ საუბრობს.
აცხადებს, რომ თავის პოლიტიკურ შეხედულებებს სპექტაკლებისა და ფილმების საშუალებით გამოხატავს.
მისი აზრით, მსახიობი, რეჟისორი და ა.შ. პოლიტიკოსებთან დაახლოებული არ უნდა იყოს, ცალკე უნდა იდგეს და პოლიტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს.
ამბობს, რომ თავის დროზე დაფინანსება საკრებულოს თავმჯდომარის, სააკაშვილის, ინიციატივით დაგვინიშნეს, მაგრამ შემდეგ მოუხსნეს. დასჯის ასეთივე მეთოდი გამოიყენეს რუსთაველის თეატრის მიმართ, ,,მაგრამ ჩემგან განსხვავებით, რობერტ სტურუას ამან წონასწორობა დააკარგვინა…
ჩვენ კვლავ არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება. მსახიობებს გვაქვს ფონდის ,,ქართუ” გრანტი. არ დაგიმალავთ და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდი.
კულტურის სამინისტროში დამპირდნენ, რომ ამ საკითხს განიხილავენ. რატომღაც, მათი მჯერა…” – აცხადებს გაზეთ „გზასთან“ ვარსიმაშვილი.
02.05.13