მიწის უკანონო პრივატიზაციის ფაქტზე 7 პირია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
დაკავებულებს ბრალად ყალბი დოკუმენტების საშუალებით მარნეულის რაიონის სოფლებში 118 ჰექტარი მიწისა და 30 ათასი ამერიკული დოლარის მითვისება ედებათ.
გამოძიებით დადგენილია, რომ მარნეულში პოლიციის ყოფილი შენობის უკან მდებარე მიწის ნაკვეთის მითვისების მიზნით დაკავებულებმა დაამზადეს მარნეულის გამგეობის ყალბი დადგენილება.
გამოძიების თანახმა მათ ყალბი დოკუმენტი საჯარო რეესტრში გაატარეს.
08.05.13