• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN: „ისლამური სახელმწიფო (ISIS) “ – მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია: მიზნები და შეფასებები

11 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მსოფლიო
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად „ისლამური სახელმწიფო (ISIS)„  გაერომ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნია და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა. ისლამური სახელმწიფო, სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაციაა ერაყსა და სირიაში. ისინი აკონტროლებენ ორივე ქვეყნის მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებსა და დასახლებულ პუქნტებს. ტერორისტების გრძელვადიანი მიზანია შეიერთონ მთლიანად ლევანტი, მათ შორის ლიბანი, პალესტინა, იორდანია, ისრაელი, კვიპროსი და სამხრეთ თურქეთი. კვირის დასაწყისში გავრცელდა ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერის განცხადება, სადაც ნათქვამია რომ ისინი ჯიჰადამდე ჯორჯ ბუშის 2003 წელს ერაყში შესვლამ მიიყვანა. ამერიკელებმა ბიძგი მისცეს მათ გაეკონტროლებინათ არაბული სახელმწიფოები და აერჩიათ კონტროლის ასეთი ფორმა. ეს ორგანიზაცია, ოფიციალური ცნობით, ერაყში ალქაიდას ერთ-ერთი დაჯგუფებიდან განვითარდა. დასავლელი ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ისლამისტების გაძლიერება დროთა განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს პროცესი ამერიკას გამოეპარა.

10743127_863085423722735_737593420_o

ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ დანაშაულების შესახებ, 29 გვერდიანი ანგარიში გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტმა და გაეროს ერაყის მხარდაჭერის მისიამ გამოაქვეყნეს. ანგარიშის მიხედვით: აგვისტოს თვეში ისლამისტმა ექსპტემისტებმა ერაყის ნინევიის რეგიონიდან 450-500-მდე ქალი მოიტაცეს, რომელთაგან უმეტესობა არასრულწლოვანია, მათი ძირითადი ნაწილი სირიაში გადაიყვანეს, სადაც ჯილდოს სახით ისლამისტ მეომრებს გადასცეს. გაეროს ანგარიში ერაყის მთავრობის მხრიდან სუნიტ მუსლიმთა სოფლების საჰაერო დაბომბვასაც ეხმიანება.

6090DF473F1A5FF8D6C2762FC323DA6E42535939AD2C20F59FCD1FA4AC43A26D

ანგარიშის ცნობებით, 9 თვის განმავლობაში მინიმუმ 9,347 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 17, 386 დაიჭრა, 2 მილიონამდე ერაყელმა კი საკუთარი სახლი დატოვა.  აღნიშნული ანგარიში დაახლოებით, რამდენიმე ასეულ ინტერვიუს ეყრდნობა, რომლებშიც დეტალურადაა განხილული ექსპტემისტების მიერ ერაყელი პოლიციელების, სამხედროებისა და ჟურნალისტების მოკვლისა და წამების ინფორმაცია. ისლამისტმა მეომრებმა ქრისტიანების, იეზიდებისა და შიიტი მუსლიმების მიმართ, ადამიანის უფლებები უხეშად დაარღვიეს.

10748929_863085410389403_475207387_n

აშშ ცდილობს მაქსიმალურად მეტი მოკავშირე შეიძინოს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. „CNN”– ის ცნობით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უკვე შესთავაზეს ამერიკას ერთობლივი საჰაერო იერიშების განხორციელება, ავსტრალია ჯარისკაცების გადასაგზავნად არის მზად, თუმცა ჯერ აქტიურ მოქმედებებზე გადასვლას არ გემავს. თავდაპირველად, ქვეყანა რეგიონში 600 ჯარისკაცსა და რვა საბრძოლო თვითმფრინავს გააგზავნის. რუსეთმა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის რეჟიმის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას წლებია ბლოკავს, განაცხადა, რომ სირიაში ამერიკის მიერ საჰაერო იერიშების დაწყება, საერთაშორისო მანდატისა და ბაჰარ ალ -ასადის თანხმობის გარეშე აგრესიის გამოვლინებად ჩაითვლება.

lavrov-i-Keriოქტომბრის შუა რიცხვებში, პარიზში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, გარკვეული დოზით ჩვენთან ითანამშრომლოს – “დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრ ლავროვს შევთავაზე აქტიური თანამშრომლობა დაზვერვის სამსახურებს შორის ისლამურ სახელმწოფოსა და რეგიონში ტერორიზმთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გარშემო“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის თქმით კი – „არის საკითხები, რომელთა თაობაზე ჩვენი აზრები იყოფა და ისინი კარგად არის ცნობილი, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მზად ვართ ვითანამშრომლოთ აშშსთან“.

პარალელურად, პაკისტანში გავლენიანმა სასულიერო პირებმა განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი გმობენ ამ ექსტრემისტულ დაჯგუფებას. სასულიერო პირები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ექსტრემისტებმა შესაძლოა პაკისტანის ისლამისტებშიც მოძებნონ ახალი მებრძოლები. სასულიერო პირთა საბჭო აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც მოზრდილ ტერიტორიას აკონტროლებს ერაყსა და სირიაში, არღვევს ისლამურ სწავლებებს. „ ისლამმა და მუსლიმებმა არ შეიძლება მხარი დაუჭრონ უდანაშაულო ხალხის ხოცვას და მათი საკუთრების განადგურებას,“  – ნათქვამია განცხადებაში.

10751955_863085377056073_171794656_n

საბჭო, მუსლიმური ქვეყნების ახალგაზრდებს მოუწოდებს თავი შორს დაიჭირონ ნებისმიერი ძალადობრივი ჯგუფისგან, რომელიც არღვევს ისლამის და წინასწარმეტყველ მუჰამედის სწავლებებს.  პაკისტანში, უკვე წლებია, მწვავე პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი ისლამისტი ტერორისტების მიერ მოწყობილი სისხლიანი თავდასხმები. ცნობილია თალიბანის მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსიც, ისინი  მზად არიან  „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად მებრძოლები გააგზავნონ.

დასავლელი ექსპერტების აზრით, 2011 წელს ერაყიდან აშშ-ს ძალების გამოსვლამდე დაიწყო „სირიისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ პროფესიონალურ სამხედრო ძალად ჩამოყალიბება. იგი სუნიტ მუსლიმებს მთავრობის წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში აქეზებდა. დღეს ორგანიზაციას სირიაში 50 ათასი და ერაყში კი 30 ათასი მებრძოლი ჰყავს, ოქტომბრის ბოლოსთვის “CNN“-ის ცნობით მათ, ათი ათასი მებრძოლი შეემატა. ცნობილია ტერორისტული ორგანიზაციის მიზნები – იგი სირიაში მიმდინარე კონფლიქტს და ერაყის რელიგიური ნიშნით დაყოფას, საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, სიმდიდრისა და ტერიტორიების მოსაპოვებლად იყენებს.  ერაყში ამერიკის სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის ერთ-ერთი მონაწილე დევიდ კილქული ამბობს, რომ – „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავისი მასშტაბებით სიმდიდრით, სამხედრო შესაძლებობებითა და ტერიტორიებზე კონტროლით ალ-ქაიდაც კი გადაფარეს.

_73205156_6b83ca3c-bf81-43e0-beb2-c503274e87e2

ექსპერტები აზრით, სიტუაციას ამძიმებს ისიც, რომ  მთელი მსოფლიოს მასშტაბით, „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარს უჭერენ დასავლეთის წინააღმდეგ ისეთი რადიკალური  ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა   აზიაში –  „ისლამური სახელმწიფო ( ISIS) “ – მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია: მიზნები და შეფასებებდა “აბუ საიაფი” და აფრიკაში – “ბოკო ჰარამი”.

N1413633024929007საფრთხეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომელიც ამერიკის დაზვერვამ წარმოადგინა. დაზვერვის მონაცემები ადასტურებს, რომ არსებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ყოველდღე ნავთობის გაყიდვისგან 3 მილიონ დოლარს იღებს, ეს კი ნიშნავს, რომ იგი ისტორიაში ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაციაა. ამასთანავე ორგანიზაციას მილიონობით დოლარი აქვთ გამოძალული ადამიანების გატაცებით.

დაჯგუფება სირიასა და ერაყში ნავთობის  11 საბადოს აკონტროლებს. აქ მოპოვებული ნავთობი კი, თურქეთის,  იორდანიისა და ერაყის შავ ბაზარზე ხვდება. ”AP”-ის ცნობით, ”ისლამური სახელმწიფო” ერთ ბარელ ნავთობს 25-60 დოლარად ყიდის, მაშინ როდესაც ერთი ბარელი ”შავი ოქროს” საბაზრო ფასი 100 დოლარზე მეტია.

идилამერიკის დაზვერვის შეფასებით, ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებადი ნავთობის ინფრასტრუქტურის განადგურება ამერიკის ავიაციას თავისუფლად შეუძლია, თუმცა აღნიშნულს, შესაძლოა, სამოქალაქო მსხვერპლიც მოჰყვეს. ჰეზბოლას მაგალითზე, ეს ორგანიზაციაც სირიასა და ერაყში ადგილობრივ მთავრობებს ქმნის და სახელმწიფო ფუნქციებს ითვისებს (ისევე როგორც ჰეზბოლა ლიბანში).

ამერიკის დაზვერვის გამოქვეყნებულ მონაცემებში საუბარია იმაზეც, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ცდილობს ლეგიტიმურ მმართველად ჩამოყალიბებას. ისინი აგროვებენ გადასახადებს, ბავშვებს სკოლაში სიარულის საშუალებას აძლევენ, ამუშავებენ საცხობებსა და მაღაზებს. აწარმოებენ სასამართლო მოსმენებს, მართავენ საავადმყოფოებსა და სხვა საზოგადოებრივ სამსახურებს. დაზვერვაში ამბობენ, რომ დასავლეთის მიერ დაწყებული, თუნდაც მასშტაბური სამხედრო ინტერვენცია ვერ შეძლებს აღადგინოს ერაყისა და სირიის სახელმწიფოები.  მათი აზრით, ყველაზე ოპტიმალური შედეგი კონფლიქტის გაყინვა და ათწლეულების მანძილზე „ქაოსის კონტროლია“.

10736224_863085507056060_1582667369_n

ამ წუთებში კი, თურქეთის მრავალ ქალაქსა და რეგიონში ქურთ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება, დემონსტრანტებმა დაარბიეს და გადაწვეს შენობები. დიარბაქირისა და რამდენიმე სხვა ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ქუჩებს სამხედროები აკონტროლებენ.  ქურთები თურქეთის ხელისუფლებისგან სირიაში მიმდინარე კონფლიქტში ჩარევას და ქურთების დაცვას მოითხოვენ, რომელთაც ისლამისტების მხრიდან გენოციდი ემუქრებათ.

წყარო : CNN

 29.10.14

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In