• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს ეკონომიკა 15 წელიწადში თითქმის გაოთხმაგდება – სსფ-ს პროგნოზი

11 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
საქართველოს ეკონომიკა 15 წელიწადში თითქმის გაოთხმაგდება – სსფ-ს პროგნოზი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცეტრმა” გამართა  ფორუმი “საქართველოს და კავკასიის ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო ანგარიში 2014-2019 წწ”.

ფორუმზე განიხილეს საერთაშორისო სავალუტი ფონდის უახლესი საპროგნოზო თვალთახედვა საქართველოს და რეგიონის  ქვეყნების ეკონომიკური განვითარების შესახებ.

„თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცეტრის” მიერ მომზადებული პრეზენტაციის მიხედვით ირკვევა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მსყიდველობითუნარიანი ეკონომიკის განუხრელ ზრდას პროგნოზირებს. გარდა ამისა, ფონდი უახლესი 5 წლის მანძილზე ეკონომიკაში ინვესტიციების წილის მიხედვით საქართველოს კავკასიის რეგიონში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან შედარებით მაღალ შეფასებას აძლევს. ფონდის პროგნოზით ჩვენი ქვეყნისათვის მომავალი ხუთი წელი გარდამტეხი იქნება უარყოფითი აგადამხდელო ბალანსის შემცირების თვალსაზრისითაც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს მსყიდველობი­თუნა­რიანი (მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით) მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 2013 წელს 32,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4,7 %-ით აღემატება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, აღნიშნული მაჩვენებელი მომ­დევ­ნო 5 წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით დახასიათდება და 2019 წლისათვის დაახლოებით 48,2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს (2013 წელთან შედარებით გაიზრდება 50,4%-ით):

მსყიდველობითუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტი

 10732516_889110681100260_403910085_o (1)

საინტერესო სურათს იძევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ:

 10756857_889110674433594_547724734_o

როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, საქართველოში მსყიდველობი­თუ­ნარიანი მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით 5,0%-ით გაიზარდა და 7155 აშშ დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში აღნიშნული მაჩენებელი 2019 წლისათვის,  2012 წელთან  შედარებით გაიზრდება 61,5%-ით.

ანალიზისას ირკვევა, რომ 2013-2019 წლების საშუალო წლიური ზრდა 7,1% შეადგენს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლისთვის 2012 წელთან შედარებით გაორმაგდება, ხოლო 2032 წლისთვის გაოთხმაგდება.

ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანი მშპ-ს მაჩვენებლის სიდიდით 2013 წელს საქართველო რეგიონში უსწრებდა მხოლოდ სომხეთს, თანაც უმნიშვნელოდ – ერთ სულ მოსახლეზე 121 აშშ დოლარით, ხოლო უკრაინას 1495 აშშ დოლარით ჩამორჩებოდა.

თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში  2019 წლისათვის 11004 აშშ დოლარს მიაღწევს და მისი სიდიდით გაუსწრებს სომხეთს (1204 აშშ დოლარით) და უკრაინას (46 აშშ დოლარით):

მსყიდველობითუნარიანი მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე

10752838_889110697766925_901884344_o

 საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს აგრეთვე ინფორმაციას საგადა­სახდელო ბალანსის შესახებაც, რომლის ანალიზიც წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:

 საგადასახდელო ბალანსი

10756798_889110694433592_880169051_o

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო პერიოდის მანძილზე 2008 წელი ყველაზე კრიტიკულ პერიოდად ითვლება. საგადასახდლეო ბალანსის მაჩვენებელმა 2012 წელს -11,7% შეადგინა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2019 წლისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 2,33-ჯერ გაუმჯობესდება.

საინტერესო სურათს გვაძლევს რეგიონის ანალიზი. აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში ლიდერობს აზერბაიჯანი, ხოლო მეორე ადგილს იკავებს რუსეთი.

როგორც ქვემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, 2013 წელს საქართველო საგა­და­სახ­დელო ბალანსის მაჩვენებლით რეგიონში უსწრებდა უკრაინას და სომხეთს. მაგრამ საერ­თა­შორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წლისათვის საქართველო ჩამორჩება უკრაინას, თუმცა სომხეთს კვლავ აჯობებს.

 საგადამხდელო ბალანსი

10756503_889110691100259_2062017283_o

 საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო  ეკონომიკაში (მშპ-ში) ინვესტიციების წილით, 2011 წლიდან მოყოლებული, რეგიონში უდავო ლიდერია.

ინვესტიციების წილმა მშპ-ში საქართველოში 2012 წელს 29,8% შეადგინა, მაშინ, როდესაც აღნიშნული მაჩვენებელი უკრაინაში შეადგენდა 18,4%,  აზერბაიჯანში 22,7%, სომხეთში 23,4%,  რუსეთში 23,6%.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წლისათვის საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ (2,23 პროცენტული პუნქტით) შემცირდება და 27,6%-მდე დაეცემა, თუმცა საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერად დარჩება.

 ინვესტიციების წილი ეკონომიკაში (მშპ)

 10736384_889110701100258_1012751026_o

03.11.14

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In