• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

CNN: ევროკავშირის დაშლას პროგნოზირებენ

11 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მსოფლიო
A A
CNN: ევროკავშირის დაშლას პროგნოზირებენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რამდენად რეალურია ევროკავშირის დაშლა? – ამ საკითხზე სერიოზული საუბარი  ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, მიზეზი კი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის განცხადება გახდა, სადაც მან ევროკავშირის მომავლის საკმაოდ მძიმე სურათი დახატა.

21bebb53-5baa-4e59-baef-5d0c5f3d891aშულცმა თავის განცხადებაში ჩამოთვალა, ის კონკრეტული მიზეზები, რომლებიც კავშირის დაშლას იუწყებოდნენ. მისი თქმით  სახელმწიფოებში ქსენოფობიაა, ევრო როგორც ვალუტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შენგენის ზონის ფარგლებში გახსნილ შიდა საზღვრებს საფრთხე ემუქრება და ძალაუფლება პარლამენტებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან ისევ ნაციონალური მთავრობების ხელში გადადის. ყველაზე მთავარი მიზეზი კი მან განცხადების ბოლოს გაახმოვანა:

„ ბოლო რამდენიმე წელმა, ჩვენ გაგვხადა იმის მომსწრე, რომ რენაციონალიზაცია შემაშფოთებლად იზრდება. სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელები თავიანთ სასარგებლოდ, სულ უფრო მეტ გადაწყვეტილებას იღებენ, ამ გადაწყვეტილებების განხილვა და მიღება დახურულ კარებს მიღმა მიმდინარეობს“.

დღეს შულცის ამ განცხადებას ევროსკეპტიკოსები კიდევ ერთ დეტალს უმატებენ. მათი თქმით, მთავარი პრობლემა საბიუჯეტო ეკონომიის ზომებია, რომლებსაც ევროზონის ბევრი ქვეყანა ახორციელებს, რაც ასუსტებს რეგიონის ზოგ ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის ტემპებს.

ინგლისურ გამოცემებში გავრცელებულ ამ ფოტოს კი სიმბოლური სახელი შეურჩიეს: „ ანგელა მერკელი და დევიდ კამერონი ევროკავშირში ბრიტანეტის მომავალზე ბჭობენ.“  

10811655_870803472950930_1079104809_n

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დეივიდ კამერონის აზრით, რეგიონული ორგანიზაციის დაშლის მთავარი ფაქტორი შეუთანხმლებლობაა. ბრიტანეთის პრემიერის ამ განცხადების მიზეზი ევროზონის ქვეყნებიდან ინგლისში ემიგრაციაზე რაოდენობრივი შეზღუდვის დაწესების მოთხოვნა გახდა.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კი ამ თხოვნაზე საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ სრულებით არ გამორიცხავს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, თუმცა ეს ორგანიზაციის დაშლის წინაპირობად არ მიაჩნია. როგორც გერმანული გამოცემები ავრცელებენ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მერკელმა ინგლისელ კოლეგას მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა. ამგვარი დაძაბული ვითარების მიზეზად კი პრემიერის პოზიცია დასახელდა, პოზიცია  – ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ბრიტანეთში თავისუფალი ემიგრაციის შეზღუდვის შესახებ, რაც თავის მხრივ ევროკავშრის ფუნდამენტურ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამასთანავე, მერკელის თქმით, კავშრის შეწყვეტის კიდევ ერთი მიზეზი – კამერონის ინიციატივაა ევროკომისიის ბიუჯეტში საწევრო გადასახადის შესახებ, რომელიც ორ მილიარდზე მეტ ევროს შეადგენს და რომელიც აგრეთვე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბრიტანეთისთვი.

10805466_870804649617479_369230652_n

ევროკავშირის, ამ დროისთვის ბოლო სამიტზე, ვილნიუსში დახურულ კარს მიღმა  შეხვედრის დროს, მერკელმა კამერონს არაორაზროვნად განუცხადა, რომ თუ ბრიტანეთი უარს არ იტყვის საემიგრაციო ინიციატივაზე, მაშინ ბრიტანეთსა და ევროკავშირს ერთიან სივრცეში ყოფნის პერსპექტივა აღარ ექნება.

დასავლეთში ამბობენ, რომ ევროსკეპტიკური განცხადებები ბრიტანეთისთვის  ისტორიულად დამახასიათებელია. თუმცა ამჯერად, პრემიერი სერიოზულად ალაპარაკდა ევროზონიდან გასვლაზე.

ბრიტანელი ექსპერტების განცხადებით, ევროკავშრმა ვერ გაითვალისწინა ის, რომ წევრი ღარიბი ქვეყნებიდან მოსახლეობა მასიურად დაიძრებოდა მდიდარ ქვეყნებში და გააღატაკებდა მათაც. მეტი განმარტებისთვის, მათ მოჰყავთ კონკრეტული მაგალითი: ქვეყანაში დღემდე არ წყდება ხალხის ნაკადი, ევროკავშირის ისეთი ღარიბი ქვეყნებიდან, როგორიცაა ბულგარეთი და რუმინეთი. ცხოვრობენ ქუჩებსა და გაუსაძლის პირობებში, რაც პირველ რიგში, ბრიტანელ მოსახლეოაბს აწუხებს. კამერონის თქმით, შესაძლოა ასეთი ევროკავშირის გათვლა. ბრიტანეთისთვის კი ასეთი ურთიერთობების გაგრძელება მხოლოდ საზიანო ხდება.10742673_870804656284145_332104501_o

კიდევ ერთი მიზეზი, რამდენიმე წლის წინ დაწყებული ევროზონის კრიზისია, რომელიც მოგვიანებით საერთოევროპულ კრიზისად იქცა და ბრიტანეთზეც იქონია გავლენა. შიდა სირთულეების ფონზე, დღეს ბრიტანელ ამომრჩეველს არ სურს სამხრეთევროპელი წევრების ეკონომიკური დახმარების პროექტებში მონაწილეობა.

დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირი ბრიტანეთის მთავარი იმპორტ-ექსპორტიორია. ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციების შედინებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ის ფაქტიც, რომ კაპიტალის თავისუფალი ბრუნვის პირობებში, ბრიტანეთს ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე უფრო ლიბერალური ბიზნესგარემო აქვს. საერთო ბაზრის დატოვება კი, ქვეყნისთვის ფინანსური  კატასტროფის ტოლფასი იქნება. გარდა ამისა, ევროკავშრიდან გამოსვლის შემთხვევაში ქვეყანას მაინც მოუწევს ევროზონასთან ვაჭრობისთვის გაერთიანების წესების დამორჩილება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მათ შექმნაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

10733516_870803762950901_829862211_nრამდენად დიდია ბრიტანეთთან ერთად თავად ევროკავშირის დანაკარგები? – ბრიტანეთის გასვლა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ევროკავშირსაც, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ფინანსური ცენტრი გაერთიანების გარეთ აღმოჩნდება და ევროპული ფინანსური ბაზრის დაყოფის, შიდა კონკურენციისა და არასტაბილურობის რისკს ზრდის. ქვეყნის გაერთიანებიდან გასვლა განსაკუთრებით დააზარალებს იმ წევრეს, რომლებიც, კიდევ უფრო ღრმად ინტეგრირებული ევროზონის გარეთ დარჩებიან და ბრიუსელის დირექტივებისა და საბიუჯეტო გადაწყვეტილებების უპირობო დანერგვა მოუწევთ.

აღსანიშნავია  ის საინტერესო მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც,  დევიდ კამერონს ევროკავშირის დატოვება რეალურად არ სურს და რეფერენდუმზე საუბარი ქვეყნის შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა აიძულა. ინგლისური გამოცემების ცნობით, კამერონს შუალედური პოზიცია აქვს. ის აპირებს, რომ  დაიწყოს ევროკავშირთან გაუმჯობესებულ პირობებზე დიალოგი, ძალაუფლების ბრიუსელიდან ლონდონში დაბრუნება, ევროდირექტივების ბრიტანეთზე გავრცელების შეზღუდვის და სამართლებრივი და საბიუჯეტო საკითხებში მეტი დამოუკიდებლობის მიღწევა. ამ მოლაპარაკებების პარალელურად, იგი ამომრჩევლებს აძლევს საშუალებას უკეთ დაფიქრდეს და 2017 წელს გააზრებული არჩევანი გააკეთოს.

არის თუ არა ბრიტანეთისთვის ევროგაერთიანება „პოლიტიკური ბედი“, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად შეგვიძლია ისტორიულ წარსულს გადავხედოთ. ევროკავშირს ბრიტანელები ჯერ კიდევ ჩერჩილის დროს უფრთხოდნენ, 1944 წელს ამ უკანასკნელმა საფრანგეთის ლიდერს, შარლ დე გოლს განუცხადა, რომ ევროპასა და ღია ზღვას შორის, რომელშიც აშშ-ს გულისხმობდა არჩევანის საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შტატებს მიანიჭებდა უპირატესობას. თუმცა, 1975 წელს რეფენდუმზე, მოსახლეობის ორმა მესამედმა შესვლას დაუჭირა მხარი. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არასოდეს შეწყვეტილა კამათი ევროზონის შესახებ. მარგარეტ ტეტჩერი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ გაერთიანებული ევროპა ეს იყო „კლასიკური უტოპიური პროექტი.“

 10808145_870803766284234_311034745_n

და მაინც,  რა გახდა ევროგაერთიანებიდან ბრიტანეთის გასვლის რეალური მიზეზი? – ამ კითხვაზე ბრიტანეთში ერთსულოვანი პასუხი არსებობს. 2009 წელს, ლისაბონის ხელშეკრულებამ ევროკავშირი უფრო ცენტრალიზებულ გაერთიანებად აქცია და შეასუსტა წევრი სახელმწიფოების ვეტოს უფლება. თუ წარსულში, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა უმრავლესობა კონსენსუსით მიიღებოდა, ლისაბონის შეთანხმებამ საგრძნობლად გააფართოვა უმრავლესობით მისაღებ გადაწყვეტილებათა ნუსხა. შესაბამისად, სამეფოს ევორკავშირის სტრატერგიულ გადაწყვეტილებებზე გავლენა შეუსუსტდა. ამ პერიოდიდან კიდევ უფრო გამძაფრდა ბრიტანელთა ევროსკეპტიციზმი.

ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები კი, ბრიტანეთს უკვე რჩევებს აძლევენ და ორ განსხვავებულ ალტერნატივას : ნორვეგიისა და შვეიცარიის მოდელებს სთავაზობენ.

წყარო: CNN

11.11.14

ნათია კეკენაძე

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In