გერმანია ევროკავშირის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა (1952 წლიდან) და ევროპის ქვეყნებიდან საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
2013 წლის მონაცემებით იგი საქართველოს უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებდა, ქვეყნის მთლიან ექსპორტში 2,5%-იანი წილით.
იმავდროულად 2013 წელს გერმანია საქართველოს უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებდა, მთლიან იმპორტში – 5,7 %-იანი წილით, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტში – 19,8%-იანი წილით.a
2014 წლის იანვარ-ოქტომბერში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან გერმანია კვლავ საქართველოს ერთ ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში იგი ჩვენი ქვეყნის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებში მე-12 ადგილს იკავებს – მთლიან ექსპორტში კვლავ 2,3%-იანი წილით, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოს ექსპორტიორებში მისი წილი გაცილებით მეტი იყო (10,7 %)
საქართველო-გერმანიას შორის საგარეო ვაჭრობის ანალიზი 2000-2014 წლებში წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე:
2013 წელს ჩვენი ქვეყნის ქსპორტის მოცულობამ გერმანიაში 73,0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 89,2%-ით, ხოლო გასული 13 წლის (2000-2012 წლების) საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 2,5-ჯერ გადააჭარბა.
როგორც ზემოთ მოცემული გრაფიკიდან ჩანს, გერმანიიდან საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა 2000 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ეს ტემპი 2008 წლამდე ნარჩუნდება. „კრიზისულ“ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს 2009 წელი, როდესაც იმპორტის მოცულობა 2008 წელთან შედარებით დაახლოებით 39,2%-ით შემცირდა, თუმცა 2010 წლიდან გერმანული პროდუქციის იმპორტი კვლავ მზარდი იყო, მაგრამ 2012 წლიდან კვლავ კლების ტენდენცია შეინიშნება, რის შედეგადაც აღნიშნული მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 17,1%-ით შემცირდა.
საქართველოში გერმანიიდან იმპორტირებული პროდუქციის მაქსიმალური მაჩვენებელი, ბოლო 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში 2012 წელს დაფიქსირდა და 541,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2013 წელს გერმანიაში ექსპორტირებული პროდუქციის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში, 2012 წელთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 2,5%-ს მიაღწია. 10,9 %-დან 12,0%-მდე გაიზარდა გერმანიის წილი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის საერთო მოცულობაში.
საქართველოს მთლიანი ექსპორტში გერმანიის წილის მაჩვენებლების მაქსიმალური მნიშვნელობა ბოლო 14 წლიანი პერიოდის განმავლობაში (2000-2014) 2000 წელს დაფიქსირდა, როდესაც მასზე მოდიოდა მთლიანი ექსპორტის 10,5%. იმავე წელს გამოირჩეოდა გერმანია ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის საერთო მოცულობაში უდიდესი წილით (43,2%).
საინტერესო სურათს იძლევა გერმანიაში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ანალიზი.
2013 წელს საქართველოს მიერ გერმანიაში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი შემდეგნაირად გამოიყურება:
2013 წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებული
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი
როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2013 წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებული პროდუქციის 64,9%-ს იკავებდა თხილი და სხვა კაკალი, 4,3%-ს ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების ნარჩენები და ჯართი, 3,4%-ს ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული, 2,5%-ს წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან, ხოლო სხვა დანარჩენ პროდუქციას ექსპორტში 24,8% წილი ეკავა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველო თხილისა და სხვა კაკალის ექსპორტს მსოფლიოს დაახლოებით 40 ქვეყანაში ახორციელებდა. აქედან 28,4% გერმანიაზე მოდიოდა. ამავე წელს გერმანიაზე მოდიოდა საქართველოდან ექსპორტირებული ძვირფასი ლითონების ან ძვირფასი ლითონებით მიტკეცილი ლითონების ნარჩენებისა და ჯართის 30,4%, ნაყოფისა და სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული მცენარის ნაწილების 76,2%, გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულის წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილისა და ფხვნილის 55,4%, ქალისა ან გოგონას პალტოების, ლაბადებისა და ანალოგიური ნაწარმი ს 37,7%, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 22,3%, მანგანუმის ოქსიდების 13,3%.
როგორც აღვნიშნეთ, თხილი და კაკალი 2013 წელს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა 64,9%-იანი წილით. ამასთან, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის 28,4% – გერმანიაზე, 17,8% – ყაზახეთზე, – 11,4% იტალიაზე, 5,4% ჩეხეთზე, ხოლო დანარჩენი 37,0% – სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
თხილისა და კაკლის ექსპორტი 2013 წელს გერმანიაში საქართველოს გარდა მსოფლიოს 50-ზე მეტმა ქვეყანამ განახორციელა.
საქართველოს მთავარ კონკურენტებად გვევლინებოდა აშშ (რომელზეც მოდიოდა გერმანიაში ექსპორტირებული თხილის და კაკლის 40,0%), თურქეთი (9,7%), ესპანეთი (9,2%), ნიდერლანდები (7,6%), იტალია (6,6%), ბელგია (5,2%) და საფრანგეთი (3,5%).
საქართველოს რეიტინგში მერვე ადგილი ეკავა 3,3%-იანი წილით.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს გერმანიაში 2013 წელს ექსპორტირებული თხილისა და კაკლის სტრუქტურას ქვეყნების მიხედვით:
თანხობრივად საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებული თხილისა და კაკლის უმსხვილსი სასაქონლო ჯგუფიდან 99% “ნაჭუჭგაცლილ თხილს”(080222 კოდი) უჭირავს. ამ კონკრეტული საქონლის მოცულობის მიხედვით ჩვენი ქვეყანა გერმანიის საექსპორტო ბაზარზე თურქეთის და იტალიის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს, საექსპორტო წილით – 19%.
2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს მიერ გერმანიაში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი 2013 წლისაგან გარკვეულწილად განსხვავებული იყო:
2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებული
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი
2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულ პროდუქციაში პირველ ადგილს კვლავ “თხილი და სხვა კაკალი” იკავებდა, თუმცა მისი წილი, 2013 წლის წლიურ მონაცემთან შედარებით 64,9%-დან 50,1%-მდე შემცირდა.
მეორე ადგილი დაიკავა “ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილებმა და მოწყობილობებმა” – 4,6%-იანი წილით, ხოლო მესამე ადგილი – “ხილისა და ბოსტნეულის წვენებმა” – 3,9%-იანი წილით.
ამავე პერიოდში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულ პროდუქციაში 3,7% “დაკონსერვებულ და სხვა წესით დამზადებულ ნაყოფზე და მცენარის სხვა ნაწილებზე” მოდიოდა, 2,8% – “ქალის პალტოებზე, ლაბადებსა და ანალოგიურ ნაწარმზე” 2,4% – “გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულის წმინდად და უხეშად დაფქულ ფქვილსა და ფხვნილზე” და ა. შ.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს საქართველოდან გერმანიაში ექსპორტის მაჩვენებლებს თვეების მიხედვით, 2013-2014 წლებში:
გერმანიაში საქართველოს ექსპორტის რეალური სურათის დასანახად უნდა დავაკვირდეთ ექსპორტს რეექსპორტის გარეშე, ანუ სუფთა ექსპორტს.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს საქართველოდან გერმანიაში განხორციელებული რეექსპორტის დინამიკას 2009-2013 წლებში:
საინტერესო სურათს იძლევა საქართველოდან გერმანიაში განხორციელებული რეექსპორტის ანალიზი თვეების მიხედვით:
როგორც გრაფიკიდან ჩანს 2014 წლის იანვარ ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოდან გერმანიაში განხორციელებული რეექსპორტის მოცულობა დაახლოებით 6,6-ჯერ გაიზარდა და 8977,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის შესაბამის პერიოდში (1352,7 მლნ აშშ დოლარი).
რეექსპორტს გერმანიაში განხორციელებულ ექსპორტში 2013 წელს უმნიშნელო წილი ეჭირა (გერმანიაში ქართული ექსპორტის მთლიანი მოცულობის 3,4%), მაგრამ 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში მისი წილი 16%-მდე გაიზარდა.
განვიხილოთ სუფთა ექსპორტისა და რეექსპორტი ანალიზი 2013 წელს უმსხვილესო სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.
როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, საქართველოს მიერ 2013 წელს გერმანიაში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფიდან (ტოპ ათეული) რეექსპორტი მხოლოდ შემდეგ სასაქონლო ჯგუფში დაფიქსირდა: „ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები“ (72,9%), „წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან“ (9,9%) და „თხილი და სხვა კაკალი“ (0,2%).
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ პროდუქციებზე მოდიოდა 2013 წელს გერმანიაში განხორციელებული რეექსპორტის მხოლოდ 31,3%. რეექსპორტის დანარჩენი ნაწილი იმ პროდუქტებზე მოდის, რომლების უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების პირველ ათეულში ვერ ხვდება. კერძოდ, 2013 წელს გერმანიაში ექსპორტირებული ელექტრული ტრანსფორმატორებისა და სტატიკური ელექტრული გარდაქმნელების 95,7%-ს რეექსპორტი შეადგენდა; რეექსპორტს 99,8%-იანი წილი ეჭირა ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტში; 91,2%-იანი წილი – „ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილებისა და მოწყობილობების ექსპორტში.
სურათი უმნიშვნელოდ იცვლება 2013 წელს საქართველოს მიერ გერმანიაში განხორციელებული სუფთა ექსპორტის ანალიზისას. ექსპორტიდან რეექსპორტის გამორიცხვის შემდეგ უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეული გარკვეულწილად შეიცვალა, გარდა ამისა შეიცვალა ცალკეული სასაქონლო ჯგუფის წილიც.
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2013 წელს საქართველოს მიერ გერმანიაში განხორციელებულ სუფთა ექსპორტში
სუფთა ექსპორტი 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან გერმანიაში რეექსპორტის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა და მისი წილი გერმანიაში ქართული ექსპორტის მთლიანი მოცულობის 16% გაუტოლდა.
აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში ზოგადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება და შესაბამისად მაქსიმალურ მნიშვნელობას 2014 წელს მიაღწია.
2014 წლის იანვარ-ოქტომბერში გერმანიაში განხორციელებული რეექსპორტის 28% ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილებზე და მოწყობილობებზე მოდიოდა, 12,4% ელექტროგამანათებელ ან სასიგნალიზაციო მოწყობილობებზე, 11,5% – პლასტმასის დანარჩენ ნაწარმზე, 9,1% ვულკანიზებული რეზინის ნაწარმზე (გარდა მყარი რეზინისა), 5,1%- ცენტრიფუგებზე; სითხის ან აირის საფილტრავ ან გასაწმენდ აგრეგატები.
აქედან გამომდინარე უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების პირველი ათეული სუფთა ექსპორტის ანალიზისას გარკვეულწილად შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს მიერ გერმანიაში განხორციელებულ სუფთა ექსპორტში
2013 წელს საქართველოში გერმანიიდან იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
2013 წელს საქართველოში გერმანიიდან იმპორტირებული
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი
როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2013 წელს საქართველოს მიერ გერმანიიდან იმპორტირებული პროდუქციის 26,9%-ს მსუბუქი ავტომობილები იკავებდა, 5,2%-ს დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, 4,2%-ს სატვირთო ავტომობილები, 2,9%-ს ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი, 2,7%-ს ტრაქტორები და უნაგირა საწევარები, 2,5%-ს ავტომანქანის ნაწილები.
2013 წელს საქართველომ მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან განახორციელა, მაგრამ აქედან გერმანიაზე 17,0% მოდიოდა, თუმცა ევროპის ქვეყნებიდან გერმანია უდავო ლიდერი იყო.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს 2013 წელს საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განაწილებას ქვეყნების მიხედვით:
2013 წელს გერმანიაზე მოდიოდა საქართველოში იმპორტირებული სამკურნალო საშუალებებია 8,3%, სატვირთო ავტომობილების 23,8%, მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოებისა და მოწყობილობების 43,1%, ტრაქტორებისა და უნაგირა საწევარების 28,9%
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია საქართველოში გერმანიიდან იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში:
2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში გერმანიიდან იმპორტირებული
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი
როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფის შემადგენლობა 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2013 წელთან შედარებით გარკვეულწილად შეიცვალა. შეცვლილია აგრეთვე სასაქონლო ჯგუფების წილი მთლიან იმპორტში. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში, 2013 წლისგან განსხვავებით, პირველ ათეულში აღარ გვხვდება “ტრაქტორები და უნაგირა საწევარები” და მისი ადგილი დაიკავა “ალაომ”.
23.12.14