საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე “იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის” დირექტორი მიხეილ გოგებაშვილი და მოქალაქე აკაკი მაისურაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გოგებაშვილმა ყალბი ცნობისა და ყალბი ხელშეკრულების დამზადების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 750 ლარი აიღო.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
23.05.13