საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს პასექის დღესასწაულის დადგომას ულოცავს და მათ წინსვლას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას უსურვებს.
3 აპრილს ებრაელი ხალხის უდიდესი დღესასწაული პასექიიწყება. პასექი ებრაელი ხალხის ეგვიპტელთა მონობისგან თავის დაღწევასა და თავისუფლების მოპოვებასთანაა დაკავშირებული. პასექის დღეებში ებრაელები ფიზიკური და სულიერი გადარჩენის ნიშნად უფლისგან მოსულ ხსნას ზეიმობენ, იერუსალიმის ტაძარს მოილოცავენ და უფუარ პურს – მაცას მიირთმევენ.