სტოკჰოლმში დღეს შედგება ტახტის მეოთხე მემკვიდრეს, პრინცესა მადლენსა და ინგლისური წარმოშობის ამერიკელ ბიზნესმენის, კრისტოფელ ონილს შორის ჯვრისწერის ცერემონია.
30 წლის შვედეთის პრინცესა დედაქალაქში ნიუ-ორკიდან დაბრუნდა, სადაც ორი წლის წინ მომავალი მეუღლე გაიცნო.
ცერემონია არ იქნება ისეთი მაშტაბური როგორიც 2010 წელს მისი დის ვიქტორიას ქორწილი იყო.
სამეფო ოჯახი, განსაკუთრებით კი პრინცესა ვიქტორია ძალზედ პოპულარულია შვედეთში.
პრინცესა მადლენი მეფე კარლა-გუსტავისა და დედოფალ სილივიას უმცროსი ქალიშვილია.
09.06.13
აჩიკო კერესელიძე