“Freedom House”-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, “ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის და უფრო პლურალისატული პარლამენტის შექმნის თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის რეიტინგი გაუმჯობესდა”.
ნათქვამია “Freedom House”-ის ყოველწლიურ ანგარიშში-“Nations in Transit 2013”, რომელიც 16 ივნისს გამოქვეყნდა და მასში ევროპისა და ევრაზიის ყოფილი კომუნისტური ბანაკის ქვეყნებში, მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიის თვალსზრისით არსებულ მდგომარეობას იკვლევს.
ანგარიში 2012 წლის 2 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
ანგარიშში საქართველოს შესახებ ნაწილში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები აღინიშნა. კერძოდ, რვა კატეგორიიდან ორ კატეგორიაში: საარჩევნო პროცესი და ეროვნული დემოკრატიული მმართველობა პროგრესი დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვანწილად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ და უფრო პლურალისტური პარლამენტის ჩამოყალიბებამ, ასევე არჩევნების უფრო კონკურენტულ გარემოში ჩატარებამ და საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებულმა ადმინისტრირებამ განაპირობა.
21.06.13