საზოგადოებისათვის სიახლეს არ წარმოადგენს, ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი კახა ბენდუქიძე წლების განმავლობაში შედიოდა „რუსეთის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს“ -ს (SVOP) შემადგენლობაში. თუმცა ცოტამ თუ იცის ის, რომ კახა ბენდუქიძე განაგრძობდა ამ პროკრემლისტური ორგანიზაციის წევრობას იმ პერიოდში, როცა იგი პარალელურად საქართველოს მთავრობაშიც იყო.
ელექტრონული ჟურნალი 360gradus.ge -მ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა დოკუმენტური მასალები, რომელიც არამარტო ადასტურებს მინისტრ კახა ბენდუქიძის პარალელურ საქმიანობას SVOP-ში, არამედ მიუთითებს იმაზეც , რომ ბენდუქიძეს ამ ორგანიზაციის რიგები არ დაუტოვებია, მაშინაც კი, როცა რუსეთმა საქართველოს ემბარგო გამოუცხადა და დაიწყო ეთნიკური ქართველების დამამცირებელი დეპორტაციის პროცესი. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ 2007 წლის მარტში კახა ბენდუქიძემ რუსეთის უშიშროების გენერალ იური კობალაძესთან და SVOP-ის სხვა წევრებთან ერთად შეიმუშავა დოკუმენტი სახელწოებით стратегия россии 2007 (март №3). აღნიშნული დოკუმენტი, კრემლისათვის იმდენად დიდი მნიშვნელობის ყოფილა, რომ მას 2011 წელსაც პროპაგანდისტული დანიშნულებით იყენებდნენ.
ასე მაგალითად, როგორც ჟურნალმა 360gradus-მა მოიკვლია, ეს ნაშრომი გამოყენებულია 2011 წელს გამოქვეყნებულ პროპაგანდისტულ წიგნში „ვლადიმერ პუტინი“, რომელიც ჩინურად ითარგმნა. წიგნის მოძიება ინტერნეტის მეშვეობით ადვილია. ბენდუქიძის გვარს ამ წიგნის 41 გვერდზე ვპოულობთ იური კობალაძესთან ერთად.(იხილეთ ბმული http://books.google.ge/books?id=o9YMxlt-aIgC&printsec=frontcover)