საქართველოს პარტნიორული ფონდი, უახლოეს ხანებში ელოდება კონკრეტულ წინადადებებს, უნგრული საინვენსტიციო კომპანიისგან.
პარტნიორული ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე უნგრულ დელეგაციას დღეს შეხვდა, შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობას იღებდა უნგრეთის ელჩი საქართველოში შანდორ საბო, რომელმაც უნგრული ბიზნეს წრეების საქართველოთი დაინტერესების და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების შესახებ ისაუბრა.
საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულია, ერთეღტი უმსხვილესი უნგრული კომპანია TRIGRANIT, რომელსაც დიდი გამოცდილება გააჩნია სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის ინვესტირების სფეროში.
უნგრელი ბიზნესმენები გაეცნენ, საქართველოს პარტნიორული ფონდის საქმიანობას და შესაძლებლობებს.
ირაკლი კოვზანაძემ მათ გააცნო არსებული სიტუაცია და მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკაში, მათ შორის ის დარგები სადაც ფონდი ანხორციელებს თავის პროექტებს, კერძოდ ენერგრტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტუქტურის და მრეწველობის სფეროები.
23.06.13