პორტალის”izrus”-ის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ისრაელში მომავალ კვირას იგეგმება (თუ არ გადაიდო პროფკავშირების გაფიცვების გამო) და საუბარი შეეხება სწორედ ისრაელისგან იარაღის შესყიდვის განახლებას. ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პრეზიდენტ შიმონ პერესთან შეხვედრების გარდა, ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე დიდ თავდაცვითი იარაღის მწარმოებელ კომპანიას მოინახულებს.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტიდან მალევე, ისრაელში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ჩასვლაც იგეგმება.
“ჩვენ არ ვიმყოფებით რუსეთთან ომის პირობებში, ასე, რომ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება სავსებით შესაძლებელია”, – განუცხადა ალასანიამ ებრაულ გამოცემა “მაარივს”. მისივე თქმით, ადრე საქართველომ დაუშვა შეცდომა, იყიდა რა დიდი რაოდენობით იარაღი ისრაელისგან, რომელიც მას არ გამოადგებოდა და არ მოამზადა ოპერატორები სათანადო დონეზე.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა საქართველოსთვის იარაღის მოწოდება 2008 წელს რუსეთის ფედერაციის თხოვნის საფუძველზე შეწყვიტა.
23.06.13