პარტიამ „დემოკრატიული აზერბაიჯანის მშვიდობამ“ ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „contact.az” ავრცელებს. „contact.az”-ის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ პარტიის სხდომაზე გამოცხადდა, რომელიც 15 ივნისს გაიმართა, თუმცა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ პარტიის პრესსამსახურმა 21 ივნისს გაავრცელა.
აღნიშნული პარტია რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობით არასოდეს გამოირჩეოდა. 2005 წელს პარტიის წევრებმა საკუთარ ლიდერად მეჰრიბან ალიევას არჩევის საკითხი დააყენეს, თუმცა შემდეგ ეს ინიციატივა მიივიწყეს.
შეგახსენებთ, რომ ილჰამ ალიევი 2013 წლის ოქტომბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ იღებს მონაწილეობას.
24.06.13