უეფას ვერსიით, 2015 წლის საუკეთესო შეხვედრა თბილისში გამართული სუპერთასის მატჩი იყო. გამოკითხვაში თბილისურმა მატჩმა ხმების 45 პროცენტი მიიღო. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 75 233-მა ადამიანმა მიიღო.
გამოკითხვა ზამთრის შესვენების პერიოდში ჩატარდა და თბილისურ სუპერმატჩს კონკურენციას ,,ლევერკუზენისა” და ,,რომას” მატჩი (4:4, მიიღო ხმათა 16 პროცენტი), მადრიდის ,,რეალისა” და გელზენკირხენის ,,შალკეს” დაპირისპირება (3:4, 19%) და ,,ჩელსი” პსჟ-ს (2:2, 20%) თამაში უწევდა.
11 აგვისტოს, დინამო არენაზე, ევროპის ორი საუკეთესო კლუბის ( ბარსელონა – სევილია) შეხვედრა ჩატარდა. თამაში ბარსელონას გამარჯვებით – 5:4 დამთავრდა.
ნატალია ჯალაღონია