2015 წელს საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია თავის შემაჯამებელ და წარმატებულ წელს კარატეს ფესტივალით დაასრულებს, რომელიც რუსთავში გაიმართება, ქვემო ქართლის გუბერნატორი, პაატა ხიზანიშვილის პატრონაჟით და ეს ტრადიციული გადხება.
“საქართველოში კარატე მეტად პოპულარულია, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაუვიწყარი სანახაობა მოვუწყოთ ქართული კარატეს გულშემატკივრებს და თავად ჩვენს სპორტსმენებს. ეს ღონისძიება კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევს კარატეს და მის დადებით მხარეებს მეტად დაანახებს საზოგადოებას. ეს იქნება საქართველოს კარატეს 2015 წელს მიღწეული წარმატებების ერთგვარი შემაჯამებელი და ამავე დროს საზეიმო დაგვირგვინება, წლევანდელი წლის დახურვა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქვემო ქართლის გუბერნატორის, ბატონ პაატა ხიზანიშვილს გაწეული დახმარებისთვის და კარატეს ასეთი გულშემატკივრობისთვის. მან კარგად იცის, თუ რას ნიშნავს კარატე ჩვენი ქვეყნისთვის, ჯანსაღი მომავლისათვის, სპორტული წარმატებისთვის და სულ მალე ოლიმპიადაზე სააპარეზოდ რა მნიშვნელობისაა იგი. მაშ ასე, გელით ყველას 30 დეკემბერს, რუსთავში, გუბერნიის შენობის წინ, სადაც კარატეს ესთეტიურ მხარეს და სანახაობრივ სილამაზეს იხილავთ,” – განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
ნუგზარ ჭიაბერაშვილი,
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი