• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ადამიანებთან მუშაობაა საჭირო და ადამიანს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება“ – გიორგი მიქანაძე

10 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
“ადამიანებთან მუშაობაა საჭირო და ადამიანს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება“ – გიორგი მიქანაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყველას მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული გვაქვს ევროკავშირში შესვლის მნიშვნელობა როგორც ეკონომიკური, ისე სხვადასხვა სოციალური კუთხით. უკვე დიდი ხანია, როგორც მთავრობა, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობთ და შეიძლება ითქვას, დიდ წარმატებასაც მივაღწიეთ. 2015 წლის ბოლოს, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთან. ეს არის საკითხი, რომელზეც, ალბათ, არ არსებობს განსხვავებული შეხედულების ადამიანი, მოწინააღმდეგე, რომელიც უარყოფითად შეხვდებოდა აღნიშნულ ფაქტს. ინდა ყურადღება გავამახვილო იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია ჩვენს ქვეყანას მოუტანს. ამ საკიტხებზე The Tbilisi Times ეკონომიკური პოლიტიკს მკვლევარი, ასისტენტ – პროფესორი, გიორგი მიქანაძე ესაუბრა. გიორგი მიქანაძე

როგორია თქვენი ზოგადი პროგნოზი ვიზალიბერალიზაციიდან ეკონომიკური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებით?

– როგორც მოგეხსენებათ, უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგელის ზონის ტერიტორიაზე, 30 წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებზეა საუბარი. ჯამში 30 ქვეყანა ეს არის წევრი ქვეყნები, კანდიდატები და არაწევრი ქვეყნები. რა თქმა უნდა, ეს ცალსახად დადებითი ფაქტია და შეიძლება საუკუნის მოვლენადაც ჩაითვალოს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს არის სერიოზული გამოწვევა ჩვენთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა გავართვათ თავი. რაც შეეხება ეკონომიკურ თვალსაზრისს მე უფრო სხვანაირ ანალიზს გავაკეთებდი ვიდრე ამ საკითხებთან დაკავშირებით ისმის ხოლმე. მთავარ ფაქტორად ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ასახელებენ ბიზნეს ურთიერთობების გამარტივებას. რომ საქმიან ადამიანებს ნაკლები დაბრკოლება ექნებათ ევროპელ საქმოსნებთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. ვფიქრობ, საქამიან ქართველებს ვინც მომავალში ამ ურთიერთობებს დაამყარებს, არც ახლა არ უჭირთ ამ ურთიერთობების დამყარება და ეს ნაკლები დაბრკოლებაა. ვფიქრობ, ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ე.წ. DCFTA. ეს გახლავთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც  ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების მოიცავს.

სწორედ ის შეეხება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს და ჩვენთვის განმსაზღვრელია ევროკავშირის შიდა ბაზრის გახსნის თვალსაზრისით. ამ მხრივ ჩვენთან რიგი რეფორმები გატარდა და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. არ შეიძლება საუბარი, რომ ევროპული ბაზარი წაგვლეკავს და არ ვართ მზად და ა.შ. ევროპისთვის მინდა გითხრათ, რომ ძალიან მცირეა ქართული ბაზარი. პირიქით მუშაობა მოგვიწევს რიგ კომპანიებთან, რომ დავაინტერესოთ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე და მიაწოდონ მომხმარებლებს პროდუქია. მეორეს მხრივ ეს შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და აისახება ქვეყნის ეკონომიკაში. აუცილებლად უნდა ავწიოთ სტანდარტები და დიახ უნდა დავირაზმოთ ყველა, რომ ეს ისტორიული შანსი და გამოწვევა მივიღოთ ღირსეულად და გავართვათ თავი. თუმცა, ჩვენ საუბარი თუ გვაქვს კონრეტულად ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე, რაც ამ ბოლო დროს მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტია ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით, აქაც ვხედავ მე ეკონომიკურ სარგებელს და ზოგადად ეს თემები ერთმანეთზე გადაბმული, ურთიერთდამოკიდებულია. ვიზალიბერალიზაციის მიღება საქართველოსთვის, ეს იქნება გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ბევრ საკითხში აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს, ან რომ სწრაფად ვვითარდებით და ჩვენთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება ნამდვილად ღირს. ჩვენთან შესაძლებელია თანამედროვე ბიზნეს-ურთიერთობების დამყარება, ქვეყნის იმიჯსა და პრესტიჟს საქმიანი მსოფლიოს თვალში არამც თუ გააორმაგებს ან გააათმაგებს, არამედ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში გადაიყვანს საქმიან საქართველოს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ გამოწვევას უნდა გავართვათ თავი. მსოფლიოს მასშტაბით კარგი გზავნილი იქნება ტურისტებისთვის, კიდევ უფრო გაზრდის მჭირდრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს როგორც ევროკავშირის, ისე მსოფლიოს სხვა წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან, მაგალითად იგივე აზიური ვეფხვების თუ სხვა სახელმწიფოების. თუმცა, ბევრი რამ იქნება ჩვენსზე, ჩვენს მთავრობაზე და საზოგადოებაზე დამოკიდებული. ჩვენ არავინ არ გვერჩის არავინ არ შეეცდება ჩვენს გაფუჭებას, ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ჩვენი პროფესიონალიზმით და მონდომებით უნდა შევძლოთ თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს ავუწყოთ ფეხი, მეტი მოვთხოვოთ საკუთარ თავს. ეს იქნება მენეჯმენტის სტანდარტები, ეს იქნება ტექნოლოგია და წარმოებული პროდუქციის ხარისხი, მომხარურების ხარისხი, კრიზისული სიტუაციების მართვა და ა.შ.

როგორ იმოქმედებს უვიზო მიმოსვლა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ სამი დადებითი და სამი უარყოფითი ეფექტი, რომელიც უვიზო რეჟიმს ექნება?

– სამი ფაქტორის ასე დალაგება ალბათ გამიჭირდება თუმცა შევეცდები მეორე მხარესაც შევეხო უფრო კონკრეტულად. დადებით მხარეებზე ზემოთ ვისაუბრე. თუმცა ვსაუბრობდი ასევე გამოწვევებზე, რომელსაც აუცილებლად უნდა გავართვათ თავი. ბალტიისპირეთის ქვეყნებში სერიოზული პრობლემა დადგა ახალგაზრდა კვალიფიციური მუშა ხელის. ყველა კარგი კადრი ცენტრაური ევროპისკენ მიიწევდა ვინაიდან იქ უფრო გამართული იყო სისტემა ეკონომიკური თვალსაზრისით, ანაზღაურებაც მეტი იყო და სტაბილური სამუშაო პირობებიც იქ უფრო მიმზიდველი იყო კვალიფიციური მუშა-ხელისთვის. შესაბამისად ეს ყველაფერი აისახება შემდგომში ეკონომიკაზეც როგორც წარმოების, ისე მომსახურების სფეროში, ტურიზმში. საკმაოდ რთულია ხელოვანს საზღვრების არ არსებობის პირობებში დაუშალო უკეთეს ადგილზე შექმნას თავისი შემოქმედება. ამ ფაქტორებს თუ არ გავითვალისწინებთ, მართალია ქალაქებში იგრძნობა სიტუაციის გამოსწორება თუმცა, სოფლები საკმაოდ რთულ ვითარებაშია და ა.შ. შეიძლება ეს პირდაპირი თვალსაზრისით არ აისახება ეკონომიკაზე, თუმცა თუ კომპლექსურად მივუდგებით ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. როგორც დარგის სპეციალისტები აფასებენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში არსებულ ვითარებას, კარგი მუშაობის პირობებში წლები სჭირდება და ათწლეულებიც კი, რომ მდგომარეობა გამოთანაბრდეს სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან. თუმცა, ჩვენს შემთხვევაზე, რომ გადმოვიტანოთ საუბარი, ეს არგუმენტები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დამაბრკოლებელ ფაქტორად განიხილებოდეს ევრკოავშირთან ჩვენი ინტეგრაციის გზაზე. პირიქით ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების მაგალითები აუცილებელად უნდა შევისწავლოთ და გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი. ამიტომ, ისევ გავიმეორებ, თუ ამ ფაქტს მომზადებული შევხვდებით და ყველა ერთად მოვინდომებთ მთავრობა და საზოგადოება. ჩვენ შეიძლება პრეცედენტული ქვეყანაც კი აღმოვჩნდეთ წარმატებული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. ამის ამბიცია რომ გქვრონდეს, – უფლება ნამდვილად გვაქვს.

ევროკავშირში გაწევრიანება, თქვენი აზრით, პირველ რიგში, ეკონომიკის რომელი დარგების განვითარებას შეუწყობს ხელს; დაემუქრება თუ არა საფრთხე მცირე ბიზნესს და, თუ კი, რა კუთხით?

– ევროკავშირში გაწევრიანებამდე ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი. ესაა ასოცირების ხელშეკრულების პირობები, რომელსაც აუცილებლად უნდა მივყვეთ და ყველა შევასრულოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრი რეფორმა გვექნება გასატარებელი და ბევრი თვალსაზრისით წავიწევთ წინ და კიდევ უფრო განვვითარდებით და ცხორვების უკეთეს პირობებს შევქმნით, ყოველ შემთხვევაში ბაზას მაინც უკეთესი ცხოვრებისთვის. კიდევ ვიმეორებ აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში გადავდივართ. საერთოდ ახალი ცხოვრება იწყება როგორც ეკონომიკურ, ისე საზოგადობრივი კეთილდღეობის თვალსაზრისით. პირველ რიგში  კვალიფიციური კადრების პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს ასე მგონია. ეს კი ყველა სფეროსთვის მნიშვნელოვანი და აუცილებალია. ტურისტული კომპანიებისთვის იქნება, ასევე ტრადიციული წარმოებებისთვის და ა.შ. სხვათაშორის განზრახ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ამ შანსს სჭირდება გამოყენება. იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ევროპასთან ვაჭრობის თვალსაზრისით განსაკუთრებული პრეფერენციების სისტემით ვსარგებლობდით.

აღნიშნული გულისხმობს თავისუფალ ვაჭრობას მთელ რიგ პროდუქტებთან დაკავშირებით, თუმცა ეს შესაძლებლობა 10%-იც კი ვერ გამოიყენა საქართველომ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან ასოცირებულობის, ვიზალიბერალიზაციის და სხვა ეტაპების გავლის შემდგომ მოქალაქეთა ცნობიერება და თვითშეგნება უფრო სხვანაირად მოიმართება საქმიანი კუთხით და ამ შესაძლებლობებსაც მერე უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ. ერთია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ტურიზმზე საზოგადოებაზე, ბიზნესზე, კულტურაზე და ა.შ. ხშირად გვავიწყდება, რომ ამ ყველაფერს ქმნიან ადამიანები. სწორედ ადამიანებთან მუშაობაა საჭირო და ადამიანს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი პატარა ერი ვართ. ავიღოთ მაგალითი შვეიცარიისგან, ისრაელისგან… ყველა პრობლემის გადაწყვეტის გასაღები სწორედ ადამიანზე ორიენტირებულობაშია.

მარიამ ტაკაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In