დღეს, ბათუმში ევროკავშირის ახალი ინიციატივის „მეტი მეტისათვის“ ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ხელი მოაწერეს საფინანსო შეთანხმებას.
აღნიშნული შეთანხმებით, საქართველოსთვის 16 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
დახმარება მიმართული იქნება საქართველოში საზღვრის მართვისა და მიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა შემდგომ განვითარებაზე.
11.07.13