• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გოგი თოფაძის სკანდალური განცხადება, ბოდიში და შეფასებები

10 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
გოგი თოფაძის სკანდალური განცხადება, ბოდიში და შეფასებები
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

TofaZe უკვე მეორე დღეა აქტუალურობას არ კარგავს პარლამენტში გოგი თოფაძის სიტყვით გამოსვლა და მისი მიმართვა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსადმი.  ფრაქციების თავმჯდომარეებისთვის განკუთვნილ განცხადებაში მან დაუნის სინდრომი სალანძღავ კატეგორიად გამოიყენა და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა ქართველი ხალხი ,,დაუნებს შეადარა”.

,,თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. თითოეული თქვენი სიტყვა, წინადადება, წერილი, ბგერა, ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ ასე აფასებთ მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში“ -განაცხადა გოგი თოფაძემ.

ამ განცხადებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია, არა მარტო მოსახლეობასა და კონკურენტ პატრიებში, თავად თოფაძის გუნდის წევრებშიც:

ლევან ბერძენიშვილი: ,,პრეზიდენტის გამოსვლას მოვუსმინე და იქ ასეთი არაფერი ყოფილა. როგორც ჩანს, რომელიღაც სხვა გამოსვლა იგულისხმებოდა. ამ ტერმინის ასეთ კონტექსტში მოხსენება შეურაცხმყოფელია. სიმართლე  გითხრათ, ეს რა იყო, ვერ მივხვდი, ბატონი გოგის გამონათქვამს ბოლომდე ვერ ჩავწვდი.”

,,მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ალბათ უფრო გაუაზრებელი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ყველანაირი დასაშვებობის ზღვარს სცდება. მე არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა იმ ბავშვს, რომელსაც საქმე ეხება  ანუ დაუნის სინდრომის მქონეს და მის მშობლებს, მე პირადად ვუხდი ბოდიშს. ყველა ამ ბავშვის უფლება, რომელიც თანასწორია კანონის წინაშე, უნდა იყოს დაცული. ჩვენ ის სამინისტრო და მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე დღენიადაგ ვმუშაობთ, ამიტომ რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები ცალსახად მიუღებელია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა – თეა წულიკიანმა.

,,თავისუფალი დემოკრატების” ფრაქციის წევრი – ნინო გოგუაძე: ,, სამწუხარო ფაქრია და მიმაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილი დაუნის სინდრომს სალანძღავ სიტყვად არ გამოიყენებდა. სამწუხაროა, რომ ვერც კი გააცნობიერა, რა თქვა. შეურაცხყოფა დააბრალა გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ძალიან კორექტული და განათლებული ადამიანია, შეუძლებელია ამ კონტექსტში ეხსენებინა დაუნის სინდრომი. გოგი თოფაძემ თვითონ გამოიყენა დაუნის სინდრომი სალანძღავ სიტყვად. ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არაფრით არ შეიძლება.“

,,ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი – გოკა გაბაშვილი: ,,გოგი თოფაძე პარლამენტარისთვის მიუღებელი გამონათქვამებით და ზოგადად, საჯარო სივრცისთვის მიუღებელი გამონათქვამებით გამოირჩევა. არ ვიცი, ეს რითი არის განპირობებული. არ ვიცი, რა განათლების, რა აზროვნების შემთხვევასთან გვაქვს საქმე.”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეფასებას არ უკეთებს გოგი თოფაძის მიერ დაუნის სინდრომის სალანძღავ სიტყვად გამოყენებას. ,,მოდით, ნუ შემაფასებინებთ კოლეგების გამოსვლებს. ამ შეფასების დროს შეიძლება მე თვითონ აღვმოჩნდე არაეთიკურ მდგომარეობაში და ჩემგან კორექტული არ იქნება შევაფასო, თუ ვინ და როგორ საუბრობს. “.

აქცია

რაც შეეხება მოსახლეობასა და თავად იმ მშობლებს, რომლებსაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ჰყავთ:

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, ლია ტაბატაძე გოგი თოფაძეს განცხადებით მიმართავს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც უერთდება: „მოვითხოვთ, მოგვიხადოთ საჯარო ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს იმავე ტრიბუნიდან, საიდანაც შეურაცხყოფა მოგვაყენეთ. მოგიწოდებთ, გაეცნოთ ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ. იქნებ აღმოაჩინოთ, რომ სწორედ თქვენი მსგავსი მიდგომები და გამონათქვამები არის ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი და როგორც თავად იტყოდით, „მოსახლეობის სამწუხარო შეფასება“. მოგიწოდებთ პოლიტიკურ მოღვაწეებს, საჯარო პირებს, გააცნობიეროთ თქვენი როლი, თქვენ ხელთ არსებული ბერკეტები, უფლება–მოვალეობები, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა გაკისრებთ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფებისათვის პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, სადაც დეპუტატმა „დაუნი“ სალანძღავ სიტყვად გამოიყენა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია 14:00 საათზე დაიწყო. აქციას თავად დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეურთდნენ. აქციის ორგანიზატორები მოითხოვდენ, რომ თოფაძემ ბოდიში მოეხადა იმ შეფასების გამო, რომელიც 3 თებერვალს პარლამეტში გამოსვლისას გააკეთა. საპროტესტო აქციას შეუერთდა ჟურნალ ,,დრო მშვიდობისას” ყოფილი რედაქტორი ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც ის ჟურნალი მოიტანა, საიდანაც გოგი თოფაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის შეფასებების ციტირება მოახდინა.

ირაკლი კაკაბაძე: ,,მარგველაშვილის სტატიაში საუბარია გაზარმაცებულ ელიტაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ,,კაცია ადამიანში” ებრძვის და არა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებზე.  ტრაგიკული ფაქტია, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა. მე ვფიქრობ, რომ მან ბოდიში უნდა მოიხადოს.“

თავად დეპუტატმა გუშინდელი განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა პრეზიდენტსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა: „გუშინდელ ჩემს საპარლამენტო გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იქნა აღქმული. მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალში „დრო მშვიდობისა“ სათაურით „ნიჩურტა! – მე ქართველი ვარ“ გამოქვეყნდა და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების კეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში, თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა. ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის, მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცხმყოფელია. არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი. აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი თავის დროზე შეურაცხყო. ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ,”- ნათქვამია თოფაძის განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსმა დაუნის სინდრომი ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენა.  ,,დაუნის სინდრომი” სალანძღავ ტერმინად გამოუყენებიათ ნინო ბურჯანაძესა და შალვა ნათელაშვილს.

ინფორმაციისთვის, დაუნის სინდრომი არის ადამიანის მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ზედმეტი ქრომოსომების არსებობით.  ეს არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება  ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

ნატალია ჯალაღონია

fb-share-icon
Tweet
Share3Tweet2

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In