• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ცხენოსნობა სამკურნალო მიზნით

10 years ago
კატეგორია: რჩევები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

cxeni

თბილისში, ახალი იპოდრომის წინ, პატარა ეზოა, რომლის ცენტრშიც რანჩო დგას. გარშემო თავლებია, რანჩოს გვერდით – საცხენოსნო ბილიკი. აქ სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი “რაიდმედია” განთავსებული. ეზოში მშობლები, ბავშვები, თერაპევტები, ცხენები და მათი მომვლელები ირევიან. ზოგი ახალი მოსულია და ჯერ ცხენზე დაჯდომის შიში არ გადაულახავს, ზოგი თავს ისე გრძნობს, თითქოს წინ მრავალრიცხოვან ლაშქარს მიუძღვის. წელში გამართულები, სახეს მზეს უშვერენ და მღერიან, სხვები თავის რიგს ელოდებიან.

აქ კვირაში რამდენჯერმე ამოდიან, იპოთერაპიის კურსს გადიან.

იპოთერაპია, იგივე საცხენოსნო მკურნალობა, ნებისმიერი ადამიანისთვის სასარგებლოა, თუმცა უფრო მეტად საჭირო და ეფექტურია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მიზანშეწონილია სქოლიოზის, ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების შემთხვევაში, აუმჯობესებს მოტორული და ფსიქოგენური დარღვევების მქონე პირთა მდგომარეობას.

ცერებრალური დამბლის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამაც არის, რაც მათ საშუალებას აძლევს უფასოდ ისარგებლონ შვიდ-ათდღიანი კურსებით. ნევროლოგი ირინა ურუშაძე ამბობს, რომ ცხენზე ამხედრებამდე აუცილებელია ნევროლოგის და თერაპევტის კონსულტაცია, რათა სწორად დაიგეგმოს მკურნალობის პროცესი, სეანსების სიხშირე და რაოდენობა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაცია და სოციალური ინტეგრაცია გამოწვევად რჩება როგორც ტრადიციული, ასევე არატრადიციული მედიცინისთვის. სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელია როგორც ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე პაციენტის თვითშეფასების ამაღლებაზე ზრუნვა, საკუთარი ძალებისა და რწმენის გაჩენა. ცხენოსნობა ორივე მიმართულებით კარგ შედეგებს იძლევა და პაციენტისთვისაც სასიამოვნო და სახალისოა.

“რაიდთერაპია ძალიან საინტერესო მეთოდია, იმიტომ რომ მასში მოქმედებს როგორც ბიომექანიკური ფაქტორი, ანუ ცხენის ზურგიდან წამოსული რხევები, პაციენტის რეცეპტორული ველის აღგზნება, რასაც მოსდევს ორგანიზმის გააქტიურება, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები. ცხენზე ამხედრება ადამიანს საკუთარი თავის რწმენას უმყარებს. მას ემორჩილება ცხოველი, ზემოდან დაჰყურებს არემარეს, გარშემომყოფებს, თავს გამარჯვებულად, ძლიერად გრძნობს. ეს ყველაფერი ძალიან უწყობს ხელს დაავადებების მკურნალობას”, – ამბობს ირინა ურუშაძე, რაიდმედის ნევროლოგი.

ცხენოსნობის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება ახალი არ არის, მკურნალობის ეს მეთოდი სათავეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან იღებს.

“მედიცინის ფუძემდებლები, როგორებიც არიან ჰიპოკრატე, ავიცენა, უკვე იყენებენ ცხენს როგორც სამკურნალო ობიექტს. მაგალითად, ჰიპოკრატე იმასაც კი ამბობდა, რომ ადამიანი ცხენზე უკეთ იკურნება, ვიდრე საწოლში. საქართველოში ეს მიმდინარეობა 80-იანი წლებიდან ვითარდება. ჩვენთან რაიდთერაპიის ფუძემდებელია აკადემიკოსი დიმიტრი წვერავა, ჩვენი ორგანიზაცია, ქალბატონ ხათუნა საგანელიძის ხელმძღვანელობით, სწორედ ბატონი დიმიტრის საქმეს აგრძელებს”.

23 წლის ნიკას აქ სიარულის უკვე ხუთწლიანი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ის დადებითი ეფექტი, რაც მას რაიდთერაპიამ მოუტანა, მშობლებისა და ოჯახის წევრებისთვის ადვილად შესამჩნევია. დედა ამბობს, რომ ცხენზე ჯდომის შიში არც თავიდან ჰქონია, მაგრამ ის პრობლემები, რამაც აქ მოიყვანა, ნელ-ნელა გვარდება.

“აქ რომ ამოდის, ბედნიერია, რაც მთავარია. სიარულის პრობლემა ჰქონდა. რაც აქ დადის, კუნთები გაუმაგრდა, პრობლემებიც ნელ-ნელა გვარდება. თვითონაც ბედნიერია”.

იმისათვის, რომ აქ მოსულმა ბავშვებმაც და ზრდასრულებმაც თავი კომფორტულად იგრძნონ, ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრული გარემო და კვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც შიშის მოშორებაში დაეხმარებიან, კარგად მიხვდებიან მათ საჭიროებებს და დაეხმარებიან გაჯანსაღებაში. ინსტრუქტორი ბადრი გამეზარდაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე ეტაპი არსებობს, რომლებიც პაციენტმა უნდა გაიაროს. ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია კარგად აუხსნა, რომ ცხენი საშიში არ არის, თანმდევი დაძაბულობის მოსახსნელად კი მათ უმღერიან, ელაპარაკებიან, მხიარულ ამბებს უყვებიან:

“თავიდან საჭიროა, რომ იყოს შესაგუებელი პერიოდი. 3-4 ვიზიტი სჭირდება ცხენთან დასამეგობრებლად. მიდიან, აჭმევენ, აკვირდებიან. რაიდთერაპია არ არის მხოლოდ ცხენზე ჯდომა, მნიშვნელოვანია მათთან კონტაქტი. ისეთი დაავადებებით დადიან ბავშვები, მარტო ვერ დასხდებიან ცხენზე. სულ სამი ეტაპია: პირველ ეტაპზე ჩვენ ვეხმარებით, მეორე ეტაპზე დამოუკიდებლად სხედან, მესამე ეტაპზე უკვე შეუძლიათ მართონ ცხოველი. თავიდან ვისთანაც დაიწყებს, იმ ინსტრუქტორს ეჩვევა ბავშვი – უნდა, რომ სულ იმასთან დაჯდეს ცხენზე, მაგრამ რეალურად ყველა ერთნაირად ვმუშაობთ, ყველასთვის მნიშვნელოვანია მათთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს”.

წყარო: www.radiotavisupleba.ge

ნატალია ჯალაღონია

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025
ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

11/16/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In