4-6 მარტს თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის მე-2 ჯგუფის მატჩებიგაიმართება. საქართველოს ვაჟთა ნაკრები დანიის ნაკრებს უმასპინძლებს. დევისის თასის მატჩების ორგანიზებასთანდაკავშირებით, 29 თებერვალს სპორტის ახალ სასახლეში ჩოგბურთის ფედერაციის და საქართველოსა და დანიისნაკრებების პრესკონფერნცია ჩატარდა.
პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა – ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა, ასევე საქართველოს ნაკრების პირველმა ჩოგანმანიკოლოზ ბასილაშვილმა, დანიელთა მხრიდან კი გუნდის კაპიტანმა კენეტ კარლსენმა უპასუხეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა II ჯგუფში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც III ჯგუფშიალბანეთს, ისლანდიას, მალტას და ესტონეთს სძლიეს.
II ჯგუფის პირველ წრეში სულ 8 წყვილი ითამაშებს: ლიტვა-ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა-ლუქსემბურგი, ბულგარეთი-თურქეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა-ტუნისი, მონაკო-ლატვია, ეგვიპტე-ბელარუსი, ზიმბაბვე-ფინეთი, საქართველო-დანია.თუკი საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს, მე-2 წრეში ზიმბაბვეს და ფინეთს შორის გამარჯვებულსდაუპირისპირდება.
2017 წლისთვის ევრო/აფრიკული ზონის I ჯგუფში თამაშის უფლებას მე-2-ე ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს,უარესი ოთხეული კი მე-3-ე ჯგუფში დაქვეითდება.
საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, გიორგი ჯავახიშვილი და ირაკლი მეტრეველი, რომელიც პირველად მიიღებსმონაწილეობას დევისის თასის გათამაშებაში. (გუნდის კაპიტანი ვლადიმერ გაბრიჩიძე). მატჩები ჩატარდება ახალსპორტის სასახლეში (უნივერსტეტის ქუჩა), დასწრება თავისუფალია.
შეხვედრის ოფიციალური კენჭისყრა 3 მარტს თბილისის საკრებულოს დარბაზში გაიმართება.