საქართველო-რუმინეთის მატჩი “ბორჯღალოსნების” გამარჯვებით დასრულდა. მატჩის პირველი ტაიმი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით 19:9-ით დასრულდა, მეორე ტაიმი კი – 38:9 დასრულდა.
მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართა.
მატჩის გამარჯვებულს ერთა თასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასიც გადაეცა, რომელიც საქართველოს და რუმინეთის დაპირისპირების დროს ტრადიციულად თამაშდება.