ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი- იოჰან კროუფი 68 წლის ასაკში, სიმსივნის დიაგნოზით, გარდაიცვალა.
კარიერის განმავლობაში ნათამაშები აქვს 752 მატჩი და გატანილი აქვს 425 გოლი. სამჯერ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი, აგრეთვე, 3-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, მწვრთნელის რანგში კი – ერთხელ.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, კროუფი ჰოლანდიის ნაკრების, „აიაქსისა“ და „ბარსელონას“ მწვრთნელი იყო.
1999 წელს, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ვერსიით, კრეიფი საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა პელეს შემდეგ.
ნატალია ჯალაღონია