• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ბანკებმა პრაქტიკულად ზომბირება გაუკეთეს საფონდო ბირჟას“ – ვახტანგ ხომიზურაშვილი

10 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, ეკონომიკა, მთავარი მოვლენები
A A
“აი ასე მდიდრდება სახელმწიფო აპარატი და მონოპოლიური სტრუქტურები”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულებია, ისეთი ეკონომიკურად მოწინავე ქვეყნები, როგორებიც არიან, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. თავიანთი ბიზნესის ფინანსურ ინსტრუმენტებად იყენებენ ფასიან ქაღალდებს, განსაკუთრებით, აქციებსა და ობლიგაციებს, მათი საფონდო ბირჟები კი წარმოუდგენლად ძლიერი, სტრუქტურიზებული და მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია.

რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, რამდენადაა განვითარებული საფონდო ბირჟა და რა მნიშვნელობის მატარებელია მისი ჩამოყალიბება, გააქტიურება, რა მექანიზმებია ამ ყველაფრისთვის საჭირო, აღნიშნულ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ საინვესტიციო ექსპერტი, მალხაზ ხომიზურაშვილი ესაუბრა, რომელმაც საკმაოდ კრიტიკულად და სიღრმისეულად განიხილა ამ მხრივ არსებული პრობლემები:

ხომიზურაშვილი ვახტანგირა მნიშვნელობა აქვს ფასიან ქაღალდებს ქვეყნის ფინანსურ განვითარებაში და როგორია ზოგადი მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში?

– ეს საკითხი ეხება ინვესტიციებს რეალურ სექტორში, რომელშიც მე ვგულისხმობ კომპანიებს და პორთფელურ ინვესტიციებს, რომლებსაც ახორციელებენ ინვესტორები მთელ მსოფლიოში.

ჩვენთან ამბობენ ხოლმე, რომ კრიზისია, თუმცა, სხვათა შორის, შეიძლება ჩვენთვის მომგებიანიც იყოს სხვა ქვეყნებში კრიზისული მდგომარეობა, იმიტომ, რომ თავისუფლდება კაპიტალი და, შესაბამისად, ეძებს დაბანდებას. იქიდან გამომდინარე, რამდენად მიმზიდველი იქნება ეს სფერო, მათ შორის, რისკ- ფაქტორებიც ჩვენთან საკმაოდ დაბალია.

ნებისმიერი რეალური ინვესტიცია კორპორატიულ სექტორში, უნდა არსებობდეს რაღაც ფორმით და ეს ძირითადად, რამდენიმენაირად შეიძლება აისახოს: აქციებში დაბანდება – როდესაც კომპანია უშვებს აქციებს, ამ აქციებს ყიდულობენ და ხდებიან აქციონერები; გრძელვადიანი ობლიგაციები; სახელშკრულებო – საკონტრაქტო ურთიერთობები – ეს ჩვეულებრივი ფორმაა და ძალიან მოუხერხებელი ნებისმიერი ინვესტორისთვის – შპს, ანუ შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია. ჩვენ, საერთოდ, შპს-ების ქვეყანა ვართ. ისინიც, რომლებიც, ვითომდა სააქციო საზოგადოებები არიან, რეალურად არიან შპს-ები, უბრალოდ, აქციებში აქვთ ეს სააქციო კაპიტალი ასახული.

რამდენადაა საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის ფასიანი ქაღალდების ბაზრის არსებობა?

– რეალურად, ეკონომიკის განვითრებისთვის, რომ დავძლიოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა, სიღატაკე, იმიტომ რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები. ინვესტიციები, რომ მოვიზიდოთ, უნდა განვითარდეს საექსპორტო პოტენციალი, ანუ ის ქართული კომპანიები, რომლებიც, ძირითადად ან შიდა ბაზარზე უშვებს პროდუქტს ან ექსპორტზე. ჩვენთან ახლა უარყოფითი სავაჭრო ბალანსია და იმპორტი ბევრად აღემატება ექსპორტს – 70% / 30% – ზე და, აქედან გამომდინარე, მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი.

ჩვენ, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, რომ განვითარდეს იგივე ეროვნული შიდა პროდუქტი (გდპ), რომელიც ერთ-ერთი მაჩვენებელია ამ უარყოფითი ბალანსის, ექსპორტი უნდა განვითარდეს. ექსპორტის განვითარებისთვის საჭიროა ზუსტად ის ინსტრუმენტები, რომლებსაც მიმართავენ კომპანიები მსოფლიოში და უშვებენ ფასიან ქაღალდებს, რადგან, ეს არის კაპიტალის მოზიდვის ალტერნატივა. საქართველოში ბიზნესს, რომ კაპიტალი სჭირდება სად მიდის? მიდის ბანკში, რადგან თავად საშუალება არ აქვს. ამბობენ ხოლმე, რატომ არ შეიძლება გამოუშვან ფასიანი ქაღალდები. ამაზე გეტყვით რა სიტუაციაა ჩამოყალიბებული. რატომ ვერ ახორციელებენ კომპანიები აქციების გამოშვებას შიდა ბაზარზე, აუცილებელი არ არის ლონდონის ბაზარზე. თუმცა, უცხოელი ინვესტორები შეიძლება აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი საბროკერო კომპანიის მეშვეობით. ასეთი სიტუაციაა შექმნილი.

თავისთავად, ბანკებისთვის საფონდო ბირჟა არის კონკურენტი ადგილი.  პირველი, თუ დაბანდება უნდა ნებისმიერი იქნება ეს ადამიანი თუ კომპანია, უცხოეთში ყოველთვის არის ალტერნატივა, ერთი არის საბანკო დეპოზიტი, მეორე არის ფასიან ქაღალდებში დაბანდება. ფასიან ქაღალდებსი დაბანდება ითვლება უფრო სარისკოდ, მაგრამ იქ შემოსავლის მიღების ალბათობის ნორმა უფრო მაღალია, ვიდრე ბანკებში. ეს რაც შეეხება ინვესტორის პოზიციას, რომელსაც, ასე ვთქვათ, აქვს დანაზოგი.

მეორე, ავიღოთ ბიზნესის შემთხვევა. ბიზნესს თუ სჭირდება ფული სესხის სახით ან კაპიტალის მოზიდვა, მიდის ან ბანკში ან მიმართავს ფასიანი ქაღალდების ბაზარს და უშვებს აქციებს. ამ შემთვევაში, ეს არის პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი საბანკო სექტორთან. ჩვენთან რა მოხდა რეალურად?  დღეს ჩვენთან ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ამ შემთხვევაში, საფონდო ბირჟა ოკუპირებულია კომერციული ბანკების მიერ, რომლებიც არ აძლევენ განვითარების საშუალებას, რადგან მათ ეს არ აწყობთ, იმიტომ რომ, კარგავენ სესხებს, დეპოზიტებს და აქედან არის ჩვენთან გაბერილი საბანკო სისტემა, რაც არ არის ნორმალური.

საბანკო სექტორი წარმატებული იქიდან გამომდინარეა, რომ მიყვებიან მევახშეობას და უნდა არ უნდა, კომპანია მიდის ბანკთან, რადგან მას არ გააჩნია სხვა ალტერნატივა.

როგორ მოხვდნენ ბანკები ამ, მათთვის სასურველ სიტუაციაში და, შეგიძლიათ დაგვისახელოთ რამდენიმე ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორები ჩვენს ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბებასთან მიმართებით?

– ბანკებმა პრაქტიკულად ზომბირება გაუკეთეს საფონდო ბირჟას, არ აძლევენ განვითრების საშუალებას, მაშინ, როდესაც, თვისთავად ბანკების მონაწილეობით და აქ დიდი როლი ითამაშა ბანკების ასოციაციამაც, დაუშვეს ბანკებისთვის ე.წ. არაპროფილური აქტივები – ბანკს შეუძლია ჰქონდეს M², სადაზღვეო ჰქონდეს – ალდაგი, საბროკერო და ა.შ. განვითარებულ ქვეყნებში ეს არ არის დაშვებული, იმიტომ, რომ იქ ბანკები მკაფიოდ არიან გამოყოფილნი საფონდო ბაზრისგან, რადგან ისინი კონკურენტები არიან. ჩვენს შემთხვევაში გამოვიდა ისე, რომ ბანკები გახდნენ ბიზნესის კონკურენტები. ადრე ძალიან ბევრი საბროკერო კომპანია იყო, რომელიც მაღალი მოთხოვნის გამო დაიხურა, რადგან არ იყო განვითარებული და ვერ გაუძლო დატვირთვას.

პირველ რიგში, საჭიროა გამოვიყვანოთ რეგულირება ეროვნული ბანკის ქოლგიდან, ეს არ არის ეროვნული ბანკის საქმე და უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ორგანო.

მეორე, უნდა შეიცვალოს კანონი – კატეგორიულად აიკრძალოს კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური აქტივების ქონა, უნდა მოხდეს როგორმე გასხვისება და ეროვნული ბანკის პოზიცია უნდა იყოს მკაცრი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა და იქნება იგივე სიტუაცია.

მესამე, უნდა იყოს შემცირებული მოთხოვნები საბროკეროების მიმართ და, რაც მთავარია, უნდა უნდა ჩაიდოს სტიმულირების მექანიზმები, რომლებიც დააინტერესებენ კომპანიებს, გამოუშვან ფასიანი ქაღალდები. როდესაც ფასიან ქაღალდებს უშვებს კომპანია, რისკი საკმაოდ დაბალია.

და ბოლოს, რა საკვირველია, უნდა იყოს უფრო მეტი აქტიურობა, დავარქვათ ამას START UP – ებისგან. ამას უწოდებენ ნაგვიან ობლიგაციებს, რადგან დარწმუნებულნი არ არიან მის წარმატებაში, თუმცა სწორედ ასე დაიწყო APPLE – მა, იგივე FACEBOOK – მა. ანუ ეს ობლიგაციები შეიძლება მილიონების მომტანნი გახდნენ.

როგორ ხედავთ საქართველოს ფინანსურ მომავალს ფასიანი ქაღალდების ბაზრის კუთხით?

– თუ ჩვენ გვინდა განვავითაროთ ეს მიმართულება ჩამოვაყალიბებ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს:

  • უნდა იყოს შეღავათი დივიდენდების დაბეგვრაზე;
  • უნდა იყოს შეღავათიანი მოგების დაბეგვრის სისტემა, საიდანაც შემდეგ გამოიყოფა დივიდენდი;
  • ინვესტორებისთვის – თუ შეიძინა აქციები და, დავუშვათ, პირველი სამი წლის განმავლობაში არ გაიყიდა ეს აქციები, საშემოსავლოები არ უნდა იბეგრებოდეს;
  • უშუალოდ კომპანიებისთვის – მაგალითად, თუ კომპანია არის საჯარო, უშვებს აქციებს და გამჭვირვალეა, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა გადაიხადოს დანახარჯები, გატარებული იყოს ისინი და პირველი პერიოდის განმავლობაში (2-3 წელი, პირობითად), ეს კომპანია, თუკი აქციები გამოუშვა, უნდა მოხვდეს საშეღავათო დაბეგვრის პირობებში. მაშინ კომპანიებს გაუჩნდებათ სტიმული, რომ გამოუშვან აქციები და ობლიგაციები.

ჩვენთან ძალიან დაბალ დონეზეა საინვესტიციო კულტურა და ეს არ ეხება მხოლოდ კორპორაციებს. აბსოლიტური არაკომპეტენტურობა გამოიჩინეს მუნიციპალიტეტებმა რეგიონების განვითრების თვალსაზრისით. როდესაც მუნიციპალიტეტი მიმართავს კომერციულ ბანკს, იქ დამთავრებულია საქმე და მიუთითებს კვალიფიკაციის დაბალ დონეზე. თუმცა, მე ვხედავ კომპეტენტურ ადამიანებს, იგივე მთავრობაშიც, თუმცა ვერ ვხედავ რომ ეს საკითხი წამოჭრილი იყოს.

მე ვგულისხმობ, იგივე მერიის, იგივე მუნიციპალიტეტების მიერ გრძელვადიანი ობლიგაციების გამოშვებას, რომლებიც მოხვდება ბაზარზე და მისცემს ბიძგს, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარი ამუშავდეს, სადაც ფულს საკმაოდ ბევრი უცხოელი დააბანდებს. რეგიონალური მასშტაბით, შეიძლება აყვავდეს საქართველო, იმიტომ რომ კაპიტალი არის უზომოდ ბევრი მთელ მსოფლიოში, მთავარია ქვეყანაში შეიქმნას პირობები, რომ მოიზიდოს ეს კაპიტალი, იყოს ნდობა და აქვე მოიაზრება ის ქვეყნები, რომლებთანაც პოლიტიკური არასტაბილურობაა, თუმცა, ვფიქრობ, დიალოგის რეჟიმში, ყველაფერი შესაძლებელია.

ალბათ, უნდა შეიქმნას მუნიციპალური საინვესტიციო სააგენტო, რომლის საკანონმდებლო საშუალება და შესაძლებლობა აქვს მუნიციპალიტეტს, სადაც თავს მოიყრიან კომპეტენტური ადამიანები და ისინი გამოშვებულ ობლიგაციებს განათავსებენ ღია ბაზარზე, რაც არის ახალი სამუშაო ადგილები, რეგიონალური განვითარება, მაღალმთიანი რაიონების ათვისება და ბოლო-ბოლო, სიღარიბის დაძლევის ძირითადი პროგრამა.

მარიამ ტაკაშვილი

 

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

12/12/2025
ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

12/12/2025
მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

12/12/2025
„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა
ახალი ამბები

„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა

12/10/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
ახალი ამბები

იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

12/08/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In