სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული დავით ჩხიტუნიძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სასწრაფოდ ექსტრადირებას ითხოვს. ინტერპოლის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე თავის არეშია დაჭრილი და ის ამჟამად ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
ჩხიტუნიძე 13 აგვისტოს ათენის აეროპორტში დააკავეს. ის თურქეთში აპირებდა გაფრენას.
რაც შეეხება ინციდენტს, ადვოკატი დალი იმნაიშვილი აცხადებს, რომ ის ათენის საექსტრადიციო საპყრობილეში მოხდა. მას თავის არეში ესროლეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამჟამად უგონო მდგომარეობაში იმყოფება.
21.08.13
ნინა პირტახია