• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჭადრაკი და ცხოვრება ერთმანეთს ჰგავს” – 9–ჯერ საქართველოს და 2–ჯერ ევროპის ჩემპიონი 18 წლის ნინო ხომერიკი

9 years ago
კატეგორია: პერსონა, სპორტი
A A
“ჭადრაკი და ცხოვრება ერთმანეთს ჰგავს” – 9–ჯერ საქართველოს და 2–ჯერ ევროპის ჩემპიონი 18 წლის ნინო ხომერიკი
11
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

9-ჯერ საქართველოს ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2-ჯერ ევროპის. როდესაც იცი რა გსურს და როგორ უნდა მიაღწიო მიზნს, ალბათ, წარმატებაც სწორედ მაშინ მოდის. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ცხოვრების მთავარი მიზანიც დასახული აქვს. სურს, მსოფლიო ჩემპიონი გახდეს ქალთა ჭადრაკში და ის შედეგი გაიმეოროს, რაც ქართველ მოჭადრაკე ქალთა შორის, მხოლოდ ნონა გაფრინდაშვილსა და მაია ჩიბურდანიძეს ჰქონდა. შრომისმოყვარე, დინჯი და გაწონასწორებული – ყველაზე მეტად სწორედ ეს ეპითეტები შეესაბამება მოჭადრაკე  – ნინო ხომერიკს, რომელიც ამ ეტაპზე მთავარ პრიორიტეტად ჭადრაკის მსოფლიო ტურნირის მოგებას ასახელებს და ამავდროულად,  არც თავის კიდევ ერთ  მიზანზე, გახდეს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, ამბობს უარს.

14384078_1209245342470854_900741979_n

რა ასაკიდან თამაშობ ჭადრაკს და სპორტის ამ სახეობით შენი დაინტერესება რამ განაპირობა?

  • ოთხი წლის ვიყავი ფიგურების გადაადგილება რომ ვისწავლე, ხუთი წლიდან უკვე ვთამაშობდი. თამაში მამამ გვასწავლა მე და ჩემს დებს. მე პროფესიონალი მოჭადრაკე გავხდი, ისინი კი სამოყვარულო დონეზე თამაშობენ.

ოჯახის  სხვა წევრები თუ მისდევენ ამ სპორტს,  ჭადრაკთან მიმართ ოჯახში როგორი დამოკიდებულება აქვთ?

  • მაშინ, როდესაც დედა მირჩევს, რომ ვიზრუნო  ვიზუალზე და ვეცადო ლამაზად გამოვიყურებოდე, მამა პირიქით, მეუბნება. რომ ჩემი სილამაზე არავის აინტერესებს, მთავარია როგორ ვითამაშებ ჭადრაკს. დედას და მამას როლები განაწილებულია, დედა ფსიქოლოგიურად მამხნევებს, მამა უმეტესწილად პროფესიულ რჩევებს მაძლევს.

მთავარ გულშემატკივრად ვის მიიიჩნევ და  ყველაზე ხშირად პროფესიულ რჩევებს ვისგან იღებ?

  • შემიძლია თამამად დავასახელო ბებიები და ბაბუები, როგორც  მთავარი გულშემატკივრები. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჭადრაკის თამაშში ვერ ერკვევიან, მუდამ ემოციებით ადევნებენ თვალს ჩემს შეჯიბრებებს.  შეიძლება კარგი პარტია სულაც არ იყოს, მაგრამ ისინი ამბობენ: „ ყოჩაღ ნინო, რა კარგად ითამაშე!“  ჩემს ბებიებსა და ბაბუაებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ფიგურები მეფესთან ახლოს არის, ჭადრაკის წესების მიხედვით ეს სულაც არ არის გამარჯვების წინაპირობა, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ როდესაც მეფესთან ახლოსაა ჩემი ფიგურები, უკეთესი პოზიცია მაქვს. მათი რჩევები ჩემთვის სახალისოა, უფრო ხშირად კი –  სტიმულის მომცემი.

თუ შეგიძლია შენი სპორტული მიღწევების შესახებ მესაუბრო; როგორი განცდები გქონდა, როდესაც პრაღის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვე?

  • 9 წლის გავხდი საქართველოს ვიცე–ჩემპიონი. 10 წლის ასაკში კი – საქართველოს ჩემპიონი. ამის შემდეგ 9–ჯერ მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი.  ერთ სეზონზე  ორ განსხვავებულ ასაკში  ვასპარეზობდი. 14–დან –16 წლამდე და 16–დან –18  წლამდე, რაც ძალიან იშვიათია. საქართველოს ჩემპიონატზე პირველსა და მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეებს  საგზურს აძლევენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე და ამის გამო ვიღებდი მონაწილეობას ქართულ ჩემპიონატებზე. რადგან შარშან ევროპის ჩემპინი გავხდი მე ორივე საგზური უკვე მოპოვებული მქონდა, ამიტომ საქართველოში ჩემპიონატებში მონაწილეობამ არსებითი მნიშვნელობა დაკარგა.

14339285_1209245099137545_741499769_o

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, შემიძლია გითხრათ, რომ ვინაიდან მოქმედი  ჩემპინი ვიყავი (წინა წელსაც გავიმარჯვე), პრაღის ჩემპიონატზე ჩემგან ყველა ოქროს მოელოდა. ჩემთვისაც ასე იყო, ვგრძნობდი, რომ  მეორე და მესამე ადგილები აღარ მაკმაყოფილებდა, საკუთარი თავისგან  მხოლოდ ოქროს მოვითხოვდი. ჩემი აზრით, ამ წლის ევროპის ჩემპიონატი გაცილებით რთული იყო, საკმაოდ დიდი ძალისხმევა დამჭირდა ძალების მობილიზებისათვის, რომ ასპარეზობა ბოლომდე წარმატებით დამესრულებინა.

სახელმწიფოსგან როგორი ხელშეწყობა აქვთ ქართველ მოჭადრაკეებს?

  • მიუხედავად იმისა, რომ 14 წლამდე მოთამაშეთა მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი ვარ, იმ დროის განმავლობაში, რაც ჭადრაკს ვთამაშობ, სახელმწიფოსგან არასდროს  არანაირი ხელსეწყობა არ მქონია, თუ არ ჩავთვლით  სამინისტროსგან დანიშნულ მინიმალურ ხელფასს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილ მინისტრთან შეხვედრაზე ვიყავი და ლევან ყიფინმა  ჟურნალი გადმომცა საჩუქრად, ხოლო ამჟამინდელმა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა,  გამარჯვება მომილოცა და  ფოტო გადავიღეთ.

ერთ–ერთ ინტერვიუში ამბობ, რომ ჭადრაკი ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში გეხმარება შეგიძლია უფრო ვრცლად მესაუბრო, ხასიათის რა თვისებებს გამოგიმუშავებს ჭადრაკი, რას ნიშნავს იყო მოჭადრაკე?

  • ჭადრაკი და ცხოვრება მართლაც ჰგავს ერთმანეთს. ჭადრაკის თამაშისას ისეთი დრო დგება, როდესაც უნდა დაფიქრდე და აირჩიო საუკეთესო გაგრძელება, ცხოვრებაშიც ასეა. როგორც მოჭადრაკეს ბევრი ცხოვრებაში გამოსადეგი თვისება მაქვს გამომუშავებული: სიდინჯე, პრიორიტეტების სწორად დალაგებისა და გადაწყვეტილებების მშვიდად მიღების უნარი.

პროფესიული თვალსაზრისით რაზე ოცნებობ, რისი მიღწევა გსურს, როგორც მოჭადრაკეს?

  • ქალებში მსოფლიო ჩემპიონობა ჩემი მთავარი ოცნებაა. შედეგი, რომელიც საქართველოში ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის შემდეგ არ განმეორებულა.

14383980_1209245369137518_1422175259_nიმის გამო, რომ ჭადრაკი ინტერელქტუალური თამაშია და  გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს, ხშირად ამბობენ, რომ   გოგონებს მისი თამაში უჭირთ. ეთანხმები ამ მოსაზრებას, როგორ ფიქრობ, არსებობს თუ არა განსხვავებული სირთულე გოგონებისა და ვაჟებისთვის ჭადრაკის თამაშის დროს?

  • ქალბატონ  ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის დროიდან ჭადრაკი ძალიან განვითარებულია. შარშან ქალთა ნაკრები ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა. ქალებისგან ჭადრაკში მიღწეული წარმატებები აღარ არის იშვიათი მოვლენა და ჩემი გამარჯვებაც არ იყო გრანდიოზული მიღწევა. ქართველები, საბედნიეროდ, მიჩვეულები ვართ, რომ ძლიერი მოჭადრაკე ქალები გვყავს, რასაც ვერ ვიტყვით კაცების ჭადრაკზე. თუმცა  მინდა ვახსენო ბაადურ ჯობავა, რომელმაც მსოფლიო ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ქალებისა და კაცების ჭადრაკი რადიკალურად განსხვავებულია, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ქალს შეუძლია, ჭადრაკის თამაშში მამაკაცს მოუგოს.

თავისუფალი დრო რამდენად გაქვს, როგორ ატარებ დასვენების დღეებს?

  • იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო და გაკვეთილების შემდეგ ისეთი დაღლილი ვარ, დასვენებას ყოველთვის წყნარ გარემოში, ოჯახთან ერთად ვარჩევ.

შეგიძლია შენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრო, სად აპირებ სწავლის გაგრძელებას?

  • მალე მსოფლიო ჩემპიონატზე მივემგზავრები საასპარეზოდ, რაც ამჟამად ჩემთვის მთავარი ტურნირია. იმის გამო, რომ არ ვიცი რა იქნება ჩემს, როგორც მოჭადრაკის, ცხოვრებაში, შესაძლოა სწავლის გაგრძელება კიდევ ერთი წლით გადავდო. მინდა, რომ ბიზნესის მიმართულებით ვისწავლო, მაგრამ არ მსურს ამან ხელი შემიშალოს ჭადრაკის თამაშში.

ნანუკა მაღლაკელიძე

ნანუკა

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet3

ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In