ჰაკერებმა გამოცდების ეროვნული ცენტრის “ფეისბუქის” გვერდი გატეხეს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აქედან გამომდინარე, “ფეისბუქის” გვერდზე ბოლო ნახევარი საათია არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს მოუწოდებს, სიტუაციის გამოსწორებამდე “ფეისბუქში”, ეროვნული ცენტრის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას ნუ ენდობიან.
მას შემდეგ, რაც ვითარება გამოსწორდება, გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას გაავრცელებს.