თურქეთის პრემიერმა რეჯეფ ერდოღანმა გუშინ ღამით მონაწილეობა მიიღო ერთ ერთი ტელეარხის პოლიტიკურ გადაცემაში და შეფასება მისცა რა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებისა და მის შედეგად ასობით ბავშვისა და ქალის დაღუპვის ფაქტს, თქვა რომ, ვერც ერთი ადამიანი ვერ შეიკავებს ცრემლებს მოწამლული ბავშვების დანახვაზე, რომლებიც ამ იარაღისგან მოწამვლის გამო ისე ფართხალებდნენ, როგორც წყლიდან ამოყვანილი თევზები.
“როგორ შეიძლება ამ ანგელოზ ბავშვებზე ხელის აღმართვა, განა რა დანაშაული მიუძღოდათ ისეთი რომ, ასე საშინლად დასაჯეს ისინი, რა გულები უნდა ჰქონდეთ ამის ჩამდენებს, როდემდის უნდა გაგრძელდეს ეს ძმათამკვლელური ომი სირიაში, რატომ დუმან დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები, რატომ არ იღებენ შესაბამის ზომებს ამ ქვეყანაში ძალადობის შესაჩერებლად?“-იკითხა ერდოღანმა.
მანვე ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებსაც მისცა შეფასება და როცა ეგვიპტეში სამხედროების მხრიდან გასულ კვირას მოკლული ”მუსლიმანი ძმების” ერთერთი ლიდერის 17 წლის ქალიშვილის მხრიდან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მამამისისადმი მიწერილი წერილი წაიკითხა, ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.
“მე ამ წერილის დამწერი ესმა ჩემი შვილების ადგილზე წარმოვიდგინე. აი ასეთი შემზარავია ყველგან სამხედრო ხუნტა, რომელიც არავის და არაფერს არ ინდობს“, განაცხადა ერდოღანმა.
25.08.13