ნიუ ორკის პროკურატურა მილიარდერ დონალდ ტრამპს თაღლითობაში ადანაშაულებს.
პროკურორის ერიკ შნეიდერმენის განცხადებით საქმე ეხება ”ტრამპის უნივერსიტეტს”, რომელსაც პირობის თანახმად სტუდენტებისთვის საინვესტიციო ხელოვნება უნდა ესწავლებინა, არ ქონდა ლიცენზია ამგვარი საქმიანობის ჩასატარებლად. ტრამპის უნივერსიტეტში სტუდენტებს პირდებოდნენ, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ ისინი ბაზარზე მსხვილი მოთამაშეები იქნებოდნენ და სწრაფად გამდიდრდებოდნენ. სინამდვილეში კი სწავლის დამთავრების შემდეგ სტუდენტების უმრავლესობა იმედგაცრუებული დარჩა.
სწორად გათვლილმა რეკლამამ შეცდომაში შეიყვანა 5 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც ”ტრამპის უნივერსიტეტში” სასწავლებლად და მილიარდერთან შეხვედრისთვის გადაიხადა 35 ათასი დოლარი თუმცა ტრამპი სტუდენტებს არასდროს შეხვედრია. პროკურორის განცხადებით უნივერსიტეტი ვალდებულიასტუდენტებს სწავლისთვის გადახდილ თანხა დაუბრუნოს.
თავისმხრივ ამერიკელი მილიარდერი ყველა ბრალდებას უარყოფს .
26.08.13
ნინა პირტახია