ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ფილიპ დიმიტროვმა და სოზარ სუბარმა პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ელჩს სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა.
26.08.13