დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს ენტონი ბეიკერს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებული პროექტები.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას და აღნიშნულ პროცესში ADB-ის მხარდაჭერას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი შეხვედრებს გამართავს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან. მისია ასევე ადგილზე გაეცნობა სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
16.09.13