აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მდებარე სამხედრო გემთსაშენზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.
თავდამსხმელის დასაკავებლად, რომელამც ცეცხლი უმისამართოდ გახსნა, პოლიციამ და FBI-მ ოპერაცია დაიწყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლოტის საზღვაო სისტემების სარდლობის ცენტრში მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც. თავდასხმის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
ამერიკის საზღვაო ძალების მიერ twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდამსხმელს ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
ვაშინგტონის ფლოტის გემთსაშენი ამერიკის ჯარის მნიშვნელოვან საზღვაო ოპერაციების ცენტრად ითვლება.
17.09.13