თურქეთ-სირიის საზღვარზე დაძაბულობაა. ჯილვეგოზის სასაზღვრო პუნქტის მოპირდაპირედ მდებარე ბაბელ ჰავას გამშვებ პუნქტთან ასაფეთქებელი ნივთიერებიანი მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, ათზე მეტი იკი დაიჭრა.
აფეთქება სირიელი ლტოლვილების 5 ათას კაციანი კარვების ქალაქიდან 100 მეტრის მოშორებით მოხდა.
ასადის ძალები კი თავდასხმებს განაგრძობენ. რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის დამასკოში, ალეპოსა და იდლიბში, ხმელეთიდან და ჰაერიდან ოპერაციები განხორციელდა, რომელთა შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაიჭრა.
19.09.13