გაეროს 68-ე სესიაზე დასაწრებად ნიუ-იორკში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ ”ირანთან ურთიერთობების განსავითარებლად მზად არიან”.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯევად ზარიფთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესის წარმომადგენლებთან აღნიშნა, რომ ზარიფთან ირანის ბირთვული პროგრამის, სირიის კრიზისის, ადამიანის უფლებათა დაცვის და ორი ქვეყნის ურთერთობების საკითხები განიხილეს.
ჰეიგის განცხადებით, ირანი დასავლეთის შეშფოთების გაქარწყლების მიზნით ურთიერთობების გაფართოების სურვილს კმაყოფილებით შეხვდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მისივე თქმით, არ სურთ ერთმანეთთან მუქარის ტონის ურთიერთობები და როცა ამის დრო მოვა შესაძლებელია საელჩოებიც გაიხსნას.
უილიამ ჰეიგმა დასძინა, რომ ირანის ახალი ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებს კმაყოფილებით შეხვდნენ და ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ზარიფის განცხადებების თანხვედრის შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის შესაძლოა უფრო კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარება.
ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ ახალი სახელწოებიდ ‘E3 3’-ის წევრების ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის და ამერიკა, რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრ 26 სექტემბერს გაიმართება, რომელზედაც ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს განიხილავენ და რომელსაც ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც დაესწრება.
გაეროში დაგეგმილი ამ შეკრებით 6 წლის პაუზის შემდეგ აშშ და ირანი პირდაპირ შეხვედრას განახორციელებენ. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირები 34 წელია შეწყვეტილია.
25.09.13