ქართულ ბაზარზე ახალი წყლის კომპანია გამოჩნდა. „იწის წყალმა“, რომელიც 2017 წელს დაარსდა, წყლის ჩამოსხმა და რეალიზება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის მტკნარი წყალს რელიზება ხდება რაჭის რეგიონში და თბილისის რამდენიმე რესტორანში. კომპანია „იწის წყალის“ მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება როგორც შუშის (ნახევარ ლიტრიანი), ასევე პლასტმასის ბოთლებში (0.33,0.5 და 1.5 ლიტრიანი). კომპანიის საბაზრო ფასი 0.5 ლიტრიან ბოთლში 0.33 ლარს შეადგენს.
მათივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს პროდუქციის ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით.
„იწის წყალი“ უახლოეს მომავალში გაიტანს თავის პროდუქციას რამდენიმე ქვეყანაში. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანთან,ყაზახეთთან, ქუეითთან, უკრაინასთან და ბალტიის ქვეყნებთან.”
შეგახსენებთ, კომპანია „იწის წყალი“ „იწის წყალი“ ამბროლაურში, გურგენიძის ქ. #18-ში მდებარეობს. საწარმოს შექმნისთვის კომპანიამ 800 000 ლარზე მეტი სესხი აიღო, რომლის პროცენტის თანადაფინანსებასაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს.
გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანიას საწარმოს ასაშენებლად ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჭირო მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად — ერთ ლარად გადასცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 2 000 000 ლარს შეადგენს.
მარიამ ლეკიაშვილი