• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რძის სექტორის კონგრესით, ქართველი მწარმოებლებისათვის  FAO-EBRD-ის მხარდაჭერის ახალი ეტაპი იწყება

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, კატეგორიის გარეშე
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს, კავკასიის რძის სექტორის კონგრესის მთავარი თემა მცირე და საშუალო ბიზნესის ურთიერთთანამშრომლობის და ახალი შესაძლებლობების განხილვა იყო.

რძის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მიზნით, კონგრესს ყოველწლიურად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)  და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მასპინძლობენ. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ევროკავშირი – ინიციატივით “ევროკავშირი ბიზნესისათვის”  – და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

კონგრესს  200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო კავკასიიდან  და აღმოსავლეთ ევროპიდან. მათ შორის იყვნენ ფერმერები, გადამამუშავებლები, დანადგარ-მოწყობილობების მომწოდებლები, დარგის ექსპერტები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

საქართველოსთვის, როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის სასახებ შეთანხმების (DCFTA) ხელმომწერი ქვეყნისთვის, რძის პროდუქტების ხარისხის და უვნებლობის გაუმჯობესება დარგის ეფექტიანობის ამაღლებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის უმთავრესი ფაქტორია. FAO-EBRD-ს პროექტის ერთ-ერთი მიმართულება – DCFTA-თან ადაპტაციის პროგრამა – ტრენინგების, სემინარებისა და საკონსულტაციო პროექტების გზით, მხარს უჭერს რძის მწარმოებლებს რომ დაუახლოვდნენ DCFTA დოკუმენტით გათვალისწინებულ ტექნიკურ რეგულაციებს, ხარისხს, საკვების უვნებლობის სტანდარტსა და ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს.

დარგი აღმასვლის გზაზე

კარგი საინვესტიციო კლიმატის, რძის წარმოების იდეალური პირობების და რძეზე, ყველზე და რძის სხვა პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნის წყალობით, რძის სექტორი საქართველოში სწრაფად ფართოვდება. 2015 წლიდან, FAO და EBRD  საქართველოში კომერციულ რძის ფერმებს წარმოების ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. ამ მიზნით ჩატარდა ტექნიკური ტრენინგები,  საერთაშორისო სასწავლო ტურები და ცოდნის გაზიარების ღონისძიებები, მათ შორის კონგრესი, სადაც დარგის უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიებს, სურსათის უვნებლობის სტანდარტებს და საინვესტიციო შესაძლებლობებს მიმოიხილავდნენ.

EBRD-მ და FAO-მ  დახმარება საქართველოს რძის კომერციულ მწარმოებელთა ასოციაციასაც აღმოუჩინეს, რის შედეგადაც,  საქართველოს რძის სექტორში ერთადერთი პროფესიონალური ვებ პორტალი, georgiandairy.org შეიქმნა. ეს დახმარება რეგულარული ბაზრის ანალიზის, სიახლეების, ფასების შესახებ ინფორმაციის, ვაჭრობის სტატისტიკისა და  თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასაც მოიცავს.

EBRD-ს და FAO-ს მიერ გადამზადებულმა ფერმერებმა, წარმოების მოდერნიზაციისა და ცხოველთა პროდუქტიული ჯიშების შესყიდვისთვის  2,5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.  შედეგად, 2015 წელს პროექტის დაწყებიდან დღემდე, მაღალის ხარისხის რძის წარმოება საქართველოში ორჯერ გაიზარდა, რაც ასევე აისახა მოგებაზე.

„შემდეგი ნაბიჯი შიდასექტორული კოოპერაციის გაღრმავებაა“, – აცხადებს ანდრეი იარმაკი,  FAO-ს სოფლის მეურნეობის ეკონომისტი. „ფერმერულ კოოპერატივებში ერთობლივი მუშაობით, რაც ცხოველის საკვების დანახარჯებისა და სხვა სერვისების ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა, რძის ქართველი მწარმოებლები განვითარების ახალ ეტაპზე გავლენ და მოგებას მნიშვნელოვნად გაზრდიან“.

უფრო ღრმა კოოპერაცია

საქართველოს რძის კომერციულ მწარმოებელთა ასოციაცია, რომელიც არსობრივად  უკრაინის ანალოგიური ორგანიზაციის მოდელს შეესაბამება, ქვეყანაში სხვა კომერციული ფერმერებისთვისაც ცოდნის ცენტრი გახდა.

ამჟამად, ასოციაცია ტექნოლოგიების და ვეტერინარიის მიმართულებით საკონსულტაციო სერვისების განვითარებას ახორციელებს – როგორც საკუთარი წევრებისათვის, ისე სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

“FAO-EBRD-ის პროექტის შემდეგი ფაზა ასოციაციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე,  რძის პროდუქტების მთლიან ღირებულებათა ჯაჭვზე  კოოპერაციის გაღრმავებაზე, არსებული საკანონმდებლო გარემოს შესწავლაზე, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობაზე იქნება ფოკუსირებული“, – განაცხადა ვიქტორია ზინჩუკმა, EBRD-ის აგრობიზნეს მიმართულების   კონულტაციის ხელმძღვანელმა.

მხარდაჭერის პროექტი სამომავლოდ ასევე მოიცავს საქართველოში წარმოებული მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების პოპულარიზაციას და ნიშური პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას (როგორიცაა ორგანული რძე ან თხის ყველი).

“ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ”  – განაცხადა ფერმერმა და რძის კომერციულ მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

 

 

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In