ძლიერი მიწისძვრის შედეგად პაკისტანში, ბელუჯისტანმის პროვინციაში დაიღუპა 200-ზე მეტი ხოლო დაშავდა 350-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები.
პროვინციის ქალაქ ავარანში და მის შემოგარენში სტიქიამ მიწასთან გაასწორა სახლების 90%. მოსახლეობა იძულებულია ღამე ღია ცის ქვეშ გაატაროს.
რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით პროვინციის თითქმის ყველა შენობა დანგრეულია, სამაშველო სამუშაოები გრძელდება და დიდია რისკი მსხვერპლის რიცხოვნების გაზრდისა. პროვინციაში არ არის საკმარისი სამედიცინო დაწესებულებეი იმისთვის, რომ ყველა დაშავებულს სათანადო დახმარება გაეწიოს, ამიტომ მათ ახლომდებარე პროვინციების საავადმყოფოებში გადაანაწილებენ.
მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის სკალაზე 7,7 მაგნიტუდით განისაზღვრა. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ პაკისტანსა და ინდოეთშიც კი იგრძნობოდა.
ამერიკელი გეოლოგების თქმით რეგიონი სეისმურად აქტიურ ზონაში იმყოფება ამიტომაც მიწისძვრა ხშირია.
25.09.13
ნინა პირტახია