თუ თქვენ მთელი დღის განმავლობაში მუშაობთ და ვერ ასწრებთ საღამოს პროდუქტების საყიდლად მარკეტში წასვლას, Moitane.ge სწორედ თქვენთვისაა. შედიხართ საიტზე, ირჩევთ იმ ადგილმდებარეობას სადაც იმყოფებით, მითითების შემდეგ საშუალება გაქვთ გაეცნოთ თქვენს უბანში არსებულ მაღაზიებს და იმ პროდუქციის ჩამონათვალს, რომლებსაც ესა თუ ის სავაჭრო ობიექტი გთავაზობთ. ირჩევთ თქვენთვის სასურველ პროდუქციას და Moitane .ge შერჩეულ პროდუქტებს 45 წუთში სახლში მოგიტანთ, თქვენ კი ამ ყველაფრის სანაცვლოდ დამატებით მხოლოდ 3 ლარს იხდით.
„თბილისი თაიმსს“ კომპანიის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ Moitane.ge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანანო სიჭინავა ესაუბრა.
ოთხი მეგობარი თეიმურაზ ლეჟავა, ნიკა ნაცვლიშვილი, ანანო სიჭინავა, ნინო შევარდნაძე, საერთო იდეის ქვეშ გაერთიანდნენ და ინოვაციური სტარტაპიც შექმნეს.
„პლატფორმის შექმნის იდეა ეკუთვნის თეიმურაზ ლეჟავას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან შემოგვთავაზა შეგვექმნა Moitane.ge, რომლის მსგავსი პლატფორმები საკმაოდ პოპულარულია საზღვრებს გარეთ და ასეთი მიწოდების სერვისი არ არსებობდა საქართველოში. დაახლოებით ორი თვის წინ დავიწყეთ საქმიანობა და დღითიდღე იზრდება მომხმარებლების რაოდენობა.“
Moitane.ge არის სივრცე, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფილის მაღაზიებს (სუპერმარკეტი, მარკეტი, საკონდიტრო, შოკოლადის,ყველის ალკოჰოლის მაღაზია, აფთიაქი, სათამაშოების მაღაზიები ა.შ.). მომხმარებელს ერთ სივრცეში, სხვადასხვა მაღაზიაში შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია.
„ჩვენს პლატფორმას სხვა სერვისებისგან განასხვავებს ის, რომ მიტანა ხდება ძალიან სწრაფად, მაქსიმალურად 45 წუთის განმავლობაში. ასევე ის, რომ ჩვენი საიტი აერთიანებს სხვადასხვა მაღაზიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთან განთავსებული პროდუქტები არის ზუსტად იმ ფასად წარმოდგენილი, როგორც მაღაზიებში. პირველი პარტნიორი მაღაზია გახლავთ „გუდვილი“, რომლის 3000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე. ეტაპობრივად დაგვემატება სხვადასხვა პროფილის მაღაზიები.“
რაც შეეხება მომსახურებას, ამ ეტაპზე მიწოდება ხდება თბილისის რამდენიმე უბანში და წყნეთში.
„ამჟამად, ჩვენი სერვისი ხელმისაწვდომია ვაკე, ვერა, მთაწმინდა, სოლოლაკი, საბურთალოს უბნებსა და წყნეთში. ასევე ვგეგმავთ, სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს თბილისის ყველა უბანში, რადგან მოთხოვნა ყოვედღიურად იმატებს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში ვაპირებთ ავითვისოთ თბილისის დარჩენილი უბნები. ასევე ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ არამარტო თბილისი, არამედ საქართველოს დიდი ქალაქებიც ,როგორებიცაა ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, ჩავრთოთ ჩვენს მომსახურებაში.„
მარიამ ლეკიაშვილი