თბილისის ძველ უბანში სასიამოვნო სიახლეა. ივანე ჯავახიშვილის 88 ნომერში მდებარე შემოქმედებითი სივრცე ექსპერიმენტული თეატრი საქმიან, შემოქმედებით ჟრიამულზე გეპატიჟებათ. თბილისი თაიმსი დაინტერესდა ამ საქმიანი ამბით, გავესაუბრეთ ექსპერიმენტული თეატრის პროგრამების მენეჯერს – თიკო ქოიავას და მისგან პოზიტიური და კარგი ინფორმაცია მოვისმინეთ.
თეატრის პროგრამა,,ჩვენი ეზო“ გიწვევთ შემოქმედებით ჟრიამულზე.
თქვენ გელოდებათ ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სხვადასხვა სახის ვორკშოპი და სასიამოვნო გარემო საცუცნაოებით.
ჩვენ გვინდა, რომ დასვენების დღე სასიამოვნოდ გაატაროთ და დაიმუხტოთ დადებითი ემოციებით.
ჩვენთან დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ მსურველს მობრძანდეს ასაკის შეუზღუდავად.
თქვენ ნახავთ უამრავი ახალგაზრდა მხატვრის გამოფენას. გაგიმხელთ ექსკლუზიურ ინფორმაციასაც და გეტყვით, რომ 11 ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევარი გამოიფინებ. აი, მათი სიაც:
კონსტანტინ ტიმი
ხატია ქობულაშვილი
თორნიკე მაჭარაშვილი
ნინო ბურდული
მონიკა ფარცვანია
მარიამ მერებაშვილი
ანი მოწონელიძე
ზიზი გვანცელაძე
ნინა კობერიძე
დიანა კაპანაძე
თაკო ჯახუა
გარდა ამისა, სტუმრებს ექნებათ საშუალება მონაწიელობა მიიღონ სხვადასხვა ვორკშოპშიც, რომლებიც ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იქნება. აქვე წარმოგიდგენთ ვორკშოპების სიას საათების მიხედვით:
15:30 დეკუპაჟი/ decoupage-თინათინ ხეიძე
16:10 სსტენცილი /stencil – კონსტანტინ ტიმი
16:50 მწვანე /green -მონოკაი
17:30 თოჯინებისდამზადება/ making dolls-იზა ბალაევა
18:10 ძაფებისხელოვნება/ Art of thread – გვანცა უგრელიძე ნინო გოგიჩაშვილი
მის: ივ, ჯავახიშვილის 88
თარიღი – შაბათი, 9 თებერვალი. 15:00-20:00
მარიამ გობიანიძე