ქეთევან სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ჰყვება ამბავს, რომელიც გურანდა გაბუნიას დაკრძალვაზე მისულს გადახდა, ცნობილ მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ერთად.
გთავაზობთ ქეთევან სადღობელაშვილის სტატუსს:
„დღეს დაკრძალვაზე შემხვდა გურამ დოჩანაშვილი. ის იყო, საუბარი წამოვიწყეთ, რო ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა, თეთრი ცელოფნის პარკით ხელში.
რა ხდებააა??? – შეშფოთებით გვეკითხება.
რა უნდა ხდებოდეს – კითხვას ვუბრუნებ.
რატომაა ამდენი ხალხიი??
დაკრძალვაა – ვპასუხობ.
ვისი დაკრძალვაა – უფრო შეშფოთებით მეკითხება. დოჩანა გაკვირვებული უყურებს გოგოს. მე ვიბნევი. რო ვუთხრა, მაინც არ იცნობს, მაგრამ ისე დაჟინებით მაცქერდება, რო ახვლედიანების ოჯახიდანაა-მეთქი, ვბორჯღიალობ.
დოჩანა ცდილობს, მომეხმაროს და გოგოს ეკითხება:
უკაცრავად, თქვენ დამწყები ცნობისმოყვარე ბრძანდებით?!
მთელი დღეა, სულელივით ვიცინი“.