აზერბაიჯანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები, წინასწარი მონაცემებით, ხმების 84,73%-ით ილჰამ ალიევმა მოიგო. იგი, ამგვარად, მესამე ვადით იქნა არჩეული პრეზიდენტად.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარემ მეზაჰირ პენაჰოვმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 72,1%-მა მიიღო.
პენაჰოვის თქმით, ხმების 84,73%-ით პირველი ადგილი ალიევმა, 5,2%-ით მეორე ადგილი აზერბაიჯანის ოპოზიციის მიერ შექმნილი ეროვნული საბჭოს სახელწოდების კოალციის ერთობლივმა კანიდიდატმა, პროფესორმა ჯემილ ჰესენლიმ, 2,31%-ით მესამე ადგილი კი იმედის პარტიის თავმჯდომარემ იგბალ აღაზადემ მოიპოვეს.
11.10.13