23-24 თებერვალს, ფრენბურთის არენაზე ჩატარდება თბილისის ღია ჩემპიონატი ტაეკვონდოში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, თბილისის ტაეკვონდოს კლუბებში შემავალი სპორტსმენები, სპორტსმენები საქართველოს ყველა რეგიონიდან, აგრეთვე მოწვეულნი სტუმრები უცხოეთიდან (ირანი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, თურქეთი, ბელორუსია), სულ – 400 სპორტსმენი.
ტურნირი ჩატარდება სხადასხვა წონით კატეგორიაში,ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის წესდების მიხედვით.
შეჯიბრს დაესწრება ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, მეექვსე დანის მფლობელი კორეელი სპეციალისტი – დუხვი ლი, რომელიც 3 წელი იმუშავებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან, ასევე მოამზადებს მწვრთნელებს და მსაჯებს.