საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
ამიერიდან, თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს უფლება აქვთ ვიზის გარეშე შევიდნენ, ტრანზიტით გაიარონ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკრველი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 ( ოთხმოცდაათი) დღის ვადით ნებისმიერ 180 ( ასოთხმოც) დღიან პერიოდში.
საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ხოლო ფიჯის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ.