ნობელის პრემიის მფლობელი ორჰან ფამუქი მაკედონიის ტაბერნაკულის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.
აღნიშნული პრემია ორჰან ფამუქთან ერთად რუს მწერალს ვიქტორ ეროფიევსაც გადაეცა.
ტაბერნაკულის გამომცემლობის მიერ მეორედ მიღებული გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო ლუბივოე რიშუმოვიკის, მილან კუნდერას, ცვეტან ვრაჟივირსკის, ვენკო ანდონოვსკის, გორან სტეფანოვსკისა და ფერიდ მუჰიჩისაგან შემდგარმა კომისიამ.
მაკედონიის კულტურის მინისტრმა ელიზაბეტა კანჩესკა-მიკლესკამ და კომისიის წევრებმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პრემიის ლაურეატის ორჰან ფამუქის წიგნები 66 ენაზეა თარგმნილი, მათ შორის მაკედონიურ ენაზეც.
ჯილდოები მაკედონიის პრემიერმინსიტრის ნიკოლა გრუევკის პატრონაჟით მფლობელებს 2013 წლის 25 დეკემბერს გადაეცემათ.
ორჰან ფამუქი 2006 წელს მოპოვებული ნობელის პრემიით პირველი თურქი გახდა, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა.
14.10.13
Discussion about this post