თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისაგან შეკერილი პატარა თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაჭერს. ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ ოეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ. დავაფასებდი ყვეფაფერს არა ღირებულების არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ ვკარგადვთ სინათლის 60 წამს. ვივლიდი მაშინ როცა ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა, მოუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს.
თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს ჩავიცმევდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც. ღმერთო, თუ გული მექნებოდა მთელს ჩემს სიძულვილს სიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას.
ვანგოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავახატავდი ბენედეტის ლექსს და სენატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა. ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული. ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ ცდებიან ფიქრობენ რა, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ როდესაც ბერდებიან, ისინი ბერდებიან როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს.
პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი, მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან ხალხო, დავინახე ის რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვუსწავლე ისიც, რომ როცა ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას. ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება რადგან როდესაც ამ კიდობანში მომათავსებენ სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები. ყოველთვის თქვი ის რასაც გრძნობ და აკეთე ის რასაც ფიქრობ.
რომ ვიცოდე რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია გეტყოდი: მიყვარხარ, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული რომ შენ ეს უკვე იცი. ყოველ გათენებასტან ერთად ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მაგრამ თუ ახლა მე ვცდები და ამის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხრ რომ არასოდეს დაგივიწყებ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული ახალგაზრდას თუ მოხუცს.
შეიძლება დღე უკანასკნელად ხედავ მათ ვინც გიყვარს ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ მოუცლელობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი. გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა: ვწუხვარ, მაპატიე,გეთაყვა, გმადლობთ და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის. გაუგზავნე ეს სიტყვები ყველას ვისაც გსურს, თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება როგორიც იყო გუშინდელი, და თუ ამას არასოდეს არ გააკეთებ არც მაგით დაშავდება რამე, დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ამის დროა…