• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა

7 years ago
კატეგორია: თბილისური ამბები
A A
კრწანისის რაიონში რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კრწანისის რაიონში, კერძოდ, ფონიჭალაში, მიმდინარე წელს ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი და კიდევ ერთი სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა. როგორც კრწანისის რაიონის გამგებელმა მოქალაქე ნანა გასვიანის შეკითხვის საპასუხოდ განმარტა, ფონიჭალა 3-ში, მე-11 კორპუსის მიმდებარედ სანიაღვრე სისტემის სრულად მოწესრიგებისა და წლების განმავლობაში არსებული დატბორვის პრობლემის მოხსნის შემდეგ, გამგეობა იქ სკვერის მოწყობას გეგმავს.

„იმის გამო რომ აღნიშული ტერიტორია იტბორებოდა, ამ ეტაპზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რომელსაც მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდა. ამით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა გადავჭერით. ახლა კი იქ უკვე შეგვიძლია მოვაწყოთ რეკრეაციული სივრცე. აღიშნული პროექტის მიხედვით, მიმდინარე წელს მოეწყობა დენდროლოგიური სკვერი. 2018 წელს, ფონიჭალაში მოვაწყვეთ ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო ფეხბურთისა და კალთბურთის სტადიონები. ამ ეტაპზე მზადდება რაგბის სტადიონის პროექტი, რომლის მიხედვითაც მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი რაგბის სტადიონი. ამდენად, ფონიჭალის მოსახლეობას ექნება ვრცელი რეკრეაციული სივრცე სამი სტადიონითა და სკვერით“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ასევე, კალისტრატე ცინცაძის ქუჩაზე გზის პრობლემურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქე ავთო ელისაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა და განმარტა, რომ გზის საფარის აღდგენის სამუშაოები იქ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებისთანავე, უახლოეს მომავალში დაიწყება.

„კალისტრატე ცინცაძის ქუჩა პრობლემურია, პირველი ეტაპის სამუშაოები ჩვენ იქ გასულ წელს ჩავატარეთ. მაგრამ რადგან აღნიშნულ ქუჩაზე გამოსაცვლელი იყო მიწისქვეშა ქსელები, მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაასრულებს მიმდინარე სამუშაოებს. არსებობს პროექტი და როგორც კი გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაცია, გზის საფარის აღდგენა დაიწყება“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა
ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

12/02/2025
“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი
ახალი ამბები

“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი

11/08/2025
“უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა… ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ – ქალი, შემდეგ – პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი” – ახალი დეტალები
ახალი ამბები

“უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა… ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ – ქალი, შემდეგ – პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი” – ახალი დეტალები

10/08/2025
ხანძარი თბილისში – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ხანძარი თბილისში – არის მსხვერპლი

09/20/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In